ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაორზე პირველი სასტუმრო კომპლექსი ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება
02 ნოემბერი, 2017

შაორზე პირველი სასტუმრო კომპლექსი ზაფხულის სეზონისთვის გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ჯეოტექინვესტის" ხელმძღვანელი მამუკა ჯმუხაძე ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ახლა შიდა რემონტი მიმდინარეობს. 

ბიზნესმენი ობიექტის გახსნის გადავადების მიზეზებზეც საუბრობს. 

მისი თქმით, რთული კლიმატური პირობების გამო სასტუმროს ზამთრის სეზონზე გახსნას აზრი არ აქვს, რამდენადაც, დამსვენებელი ნაკლებად ეყოლება. 

სასტუმროს პრობლემას წარმოადგენდა ადგილზე კომუნიკაციების არარსებობაც. მამუკა ჯმუხაძე ამბობს, რომ ობიექტს გაზი არ აქვს, სახელმწიფოს მიერ მიყვანილი წყალი კი სასტუმროს სრულყოფილად მომარაგების საშუალებას არ იძლევა. რამდენადაც მფლობელებს გაფართოების გეგმებიც აქვს, გადაწყვიტეს, წყალი საკუთარი სახსრებით მიიყვანონ. 

შაორის ტბასთან პირველი სასტუმრო კომპლექსი სახელმწიფო პროექტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. ობიექტი 26-ნომრიანი იქნება და მასში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.