ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტაჟირების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე პრაქტიკანტი დაასაქმა
27 ივნისი, 2022
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა გაიარეს.
 
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მგზავრების რეგისტრაციის პროცესს და პრაქტიკიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ მომუშავე პერსონალის დახმარებით თავადაც მიეღოთ მგზავრები.
 
“სტაჟირების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე პრაქტიკანტი დაასაქმა.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას TAV-ს თანამშრომლობისთვის! გისურვებთ წარმატებებს!”, – აღნიშნულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.