ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უწერა და შოვი, შესაძლოა, ბალნეოლოგიურ კურორტებად ჩამოყალიბდეს
18 ივნისი, 2017

უწერა და შოვი, შესაძლოა, ბალნეოლოგიურ კურორტებად ჩამოყალიბდეს. რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ამ ორი კურორტის ბალნეოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სერიოზული დაინტერესებაა.

თუმცა, გუბერნატორის თქმით, დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, რამდენადაც ამ მიმართულებების განსაზღვრა რაჭის განვითარების გეგმით უნდა მოხდეს.

პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭის განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და მომდევნო წლისთვის დოკუმენტი დასრულებული უნდა იყოს. რაჭის განვითარების გენერალური გეგმა მოიცავს უწერის, შოვის, ნიკორწმინდის,  შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.