ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უწერაში ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება
24 მაისი, 2018

ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, 7 წლის განმავლობაში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება.

ამ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება მოუწევს კომპანია „ბიჯი ინვესტმენტს“, რომელიც აუქციონში გამარჯვებული გახდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რაჭის რეგიონში როგორც ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მატების თვალსაზრისით. პროექტი გაზრდის ტურისტულ პოტენციალს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.