ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის იკეტება
10 ოქტომბერი, 2018

ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის იკეტება, გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ილიაუნის სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე მიიღო.

1TV-ის ცნობით, დასკვნის მიხედვით, ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, დაზიანებული ადგილები ჩამოინგრეს. ქვათაცვენა კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ყოველდღიურად იმატებს.

სააგენტოს 2019 წელს ძეგლზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რომელიც განსაზღვრავს მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც, კომპლექსზე სამუშაოები წარიმართება.

„პირველადი მონაცემები საგანგაშოა იმ თვალსაზრისით, რომ ქვათა ცვენა არის შეუქცევადი პროცესი. ამიტომ, რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ის ვიზიტორებისთვის დავკეტეთ და ვანის ქვაბების მონახულება შეიზღუდება. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს, რომ დავიწყოთ საფუძვლიანი კვლევა, რათა დავდოთ კონკრეტული რეცეპტი, რა უნდა განხორციელდეს. ეს სამი სახეობის პრობლემა არის – პირველი ქვათაცვენა, მეორე ჰიდროგეოლოგიური კვლევა, მოხდეს დაკვირვება, როგორ შეიძლება წყლის არიდება კომპლექსზე და არქეოლოგიური კვლევის დაწყება, რათა უფრო კარგად გამოვავლინოთ ის ჩამონგრეული ნაწილი, რაც შუა საუკუნეებში მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, – აცხადებს პირველ არხთან სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

ვანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია რომელიც – ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსი ტერასულად 16 სართულზეა განლაგებული და 200-მდე გამოქვებულისგან შედგება. კომპლექსში შედის 6 ეკლესია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.