რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" წყალტუბოში განაგრძობს მოგზაურობა. "შემოდგომის წყალტუბო"-ს 2018 წლის ღონისძიება მრავალფეროვანია.
ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება „შემოდგომის წყალტუბოს“ ხეივანი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, სპორტული აქტივობები - ველორბოლა, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი, მოეწყობა გამოფენები - ნახატების, ხალხური რეწვის ნამუშევრების, წიგნების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ფოტოების. გაიმართება ხრიდოლის საჩვენებელი წარმოდგენა და საშემოდგომო პერფორმანსი.
იგეგმება ასევე გასტრონომიული გამოფენების მოწყობა. სტუმრები ადგილობრივი კერძების დეგუსტაციასფაცხებში შეძლებენ.
წყალტუბოში გამართულ, უნიკალურ სავაჭრო სივრცეში გამოფენილი 30-მდე მეწარმის პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას მრავალი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი შეძლებს.
სამეწარმეო ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.
მუნიციპალიტეტი საპატიო მოქალაქეებსაც გამოავლენს და დააჯილდოებს.
ფესტივალს სტეფანე მღებრიშვილის სოლო კონცერტი დაასრულებს.
ასე რომ, დაგეგმეთ ვიქენდი წყალტუბოსკენ და ისიამოვნეთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით.
www.travelingeorgia.ge