სასტუმრო „არაგვი“ მდებარეობს დაბა გუდაურში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სასტუმრო არის ოჯახური ტიპის. მე-5 წელია ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მისაღებ ფასებში ხარისხიან მომსახურებას და რაც მთავარია სასიამოვნო გარემოს ყველა ასაკის დამსვენებელთათვის.
სასტუმრო „არაგვის“ ყველა ნომერში არის სველი წერტილი, ტელევიზორი, WiFi ინტერნეტი.
პირველი სართული: ბარ–რესტორანი, ბილიარდი.
უკანა ეზო: აუზი, ბარი.
გამოცდილი შეფმზარეული შემოგთავაზებთ უგემრიელეს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს.