ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
საქართველოს შესახებ

საქართველო ღვინის სამშობლო

საქართველო უდაოდ ღვინის სამშობლოა. ყურძნის წიპწა, რომელიც ნაპოვნი იქნა კავკასიის სამარხებში  ღვინის თიხის ჭურჭელთან ერთად თარიღდება 7,000 წლით. არსად სხვაგან ღვინის კულტურის ასეთი ხნოვანი ნაკვალევი არ მოიძებნა. თავად სიტყვა ”ღვინი”-ს ინგლისური შესატყვისი აღებული ქართული ”ღვინო”-სგან, რომელიც გაცილებით მეტ ხანს არის გამოყენებაში, ვიდრე არსებობს თანამედროვე ენების უმრავლესობა.

და მართლაც, არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ღვინოს ასეთ პატივს სცემდნენ და ღვინის კულტურა ასე განვითარებული და  სანუკვარი იყოს.    საქართველოში ყურძნის ენდემური ჯიშების 500-ზე მეტი სახეობა არსებობს (რომელთაგან უმრავლესობა ღვინისთვის გამოიყენება), გაცილებით მეტი ვიდრე სადმე სხვაგან, უმრავლესობა მათგანი საერთოდ უცნობია დანარჩენი სამყაროსთვის. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსაკუთრებით უნიკალური ჯიშები ძალიან მრავალფეროვანი დახვეწილი არომატებით.

დღეს ღვინოების უმრავლესობა იწარმოება ზუსტად იგივე გზით, როგორც საუკუნეების წინ. ყურძენი თავსდება დიდ ქვევრში, საკმარისად დიდში, რომ ჩაეტიოს ადამიანი, რომელიც ყელამდე ჩაფლულია მიწაში. ღვინის ეს სპეციალური ჭურჭელი შემდგომში იბეჭდება და ტოვებენ სამი-ოთხი თვით ფერმენტიზაციისთვის. შედეგად მიიღება ტანინიანი და ვიტამინებით გამდიდრებული ღვინო, სრულიად ბუნებრივი და დამახასიათებელი არომატით. ქართული ღვინო  სუფთაა და არ შეიცავს ხელოვნურ ინგრედიენტებს (როგორიცაა სულფიტები), რომ ნაბახუსევის სინდრომი პრაქტიკულად არ ახასიათებს.

ესტუმრეთ ნებისმიერ სახლს კახეთის რეგიონში, რომელიც ფაქტიურად  ღვინის რეგიონად ითვლება და უძველესი ტრადიციის თანახმად რომელიც სულ მცირე სამი ათას წელს ითვლის და სასიამოვნოა ნებისმიერი მოგზაურისთვის, თქვენ შემოგეგებებიან სახლში დაყენებული ჭიქა ღვინით ხელში. აუცილებლად დააგემოვნეთ სახლში დაყენებული თეთრი ღვინოები, ”ჭაჭა” თავისი უჩვეულო ფერითა და გემოთი, რომელიც მზადდება ყურძნის გარსისგან დარჩენილი ყურძნის ფერმენტაციის შედეგად.

საქართველოს საშუალო კლიმატი და ნოტიო ჰაერის გავლენა მოდის შავი ზღვიდან, რომელიც უზრუნველყოს იდეალურ პირობებს ღვინის კულტურისთვის. სახელები საფერავი, მუკუზანი, თელიანი თანდათანობით სულ უფრო ცნობილი ხდება მსოფლიო ღვინის სპეციალისტებს შორის. ჩვენ სიამაყით ვუჩვენებთ პროცესს, რომელიც იწყება ყურძნის მოკრეფიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე - და შემდგომში რა თქმა უნდა, - სუფრამდე.

ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ საკუთარ ღვინოს და ღვინის ტრადიციებს ყველგან და ყოველთვის და გეპატიჟებით დააგემოვნოთ ჩვენი ნაშრომის შედეგი.

ღვინის სახეობების მოკლე ჩამონათვალი:

რქაწითელი - ქმნის მტკიცე, ხასიათით სავსე თეთრ ღვინოს.

მწვანე - ცნობილია, როგორც შეზავებული პარტნიორი რქაწითელისა, თუმცა აგრეთვე გააჩნია თავისი საკუთარი თვისებები

საფერავი - ძირითადი წითელი ფერის ჯიშებიდან, რომლისგანაც მზადდება ძლიერი ღვინოები ქლიავის, სანელებლებისა და ნუშის გამოკვეთილი არომატით. კახეთის რეგიონში თქვენ ასევე აღმოაჩენთ გემრიელ ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ნახევრად-ტკბილ ღვინოებს -  ქინძმარაულს, ხვანჭკარასა და ახაშენს.

კულტურა

ფლორა

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - მღიერებს, 5000 -სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

ფაუნა

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

არქიტექტურა

არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.

საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები - მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი - ფაცხა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ორიგინალური და ძალიან სპეციფიკური  ქვეყანა, ქართული სამზარეულო ბუნებრივი გაგრძელებაა ნაყოფიერი, მინერალურად მდიდარი ლანდშაფტისა, რომელიც იკვებება სუფთა წყლებით კავკასიონის მთებიდან. სამზარეულო სთავაზობს მრავალფეროვან კერძებს, გამდიდრებულს მწვანილებითა და სანელებლებით,  ვეგეტარიანული და ხორცის კერძების ნაზავს: ორგანული ახალი ხორცი, როგორიცაა ღორის ან ცხვრის, ქათამი ან თევზი, თხილი ან ნიგოზი,  სხვადასხვა სახის ყველი, მწნილი და ცხარე სანელებლები; ბადრიჯანი, სიმინდი, ბროწეული, ლობიო, მწვანილი, ქინძი, მწვანე ხახვი, ცხარე წიწაკა, პიტნა, რეჰანი, ნიორი და ბევრად, ბევრად მეტი ავსებს სახლებსა და რესტორნებს ყოველდღიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსამცლსაგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება შეინიშნებოდა. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი - ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი(იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიოხაჭაპურიხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდიცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.

საქართველოს საზღვრები

საქართველოს საზღვრები

სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება ფსოუს, რომელიც სათავეს მთააგეფსთასთან იღებს. საქართველოს ჩრდილო საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს. მთა ვაციკფარსიდან მთა შავიკლდემდესაქართველოს საზღვარი გადის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მთა მყინვარწვერზე და გვერდით ქედზე. აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთატინოვროსოდან, ეშვება ალაზნის ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს, ვიდრე 1 კმ არ დარჩება მინგეჩაურის წყალსაცავთან მდინარის შეერთებამდე. საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზისტანის ქედის ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის და კვლავ კვეთს არსიანის ქედს, ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს, მდინარე მტკვარს და ივრის ზეგანს.

გეოგრაფია

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.

ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.

საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.

 

ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

 

ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.

საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:

საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.

სახელმწიფო

 

სახელმწიფო

საქართველო შერეული ტიპის, ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურიაპრეზიდენტი, რომელიც ირჩევა 5 წლის ვადით პირდაპირი წესით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. ამჟამად მმართველობის ტიპს წარმოადგენს გარდამავალი რესპუბლიკა. 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით საბოლოოდ დასრულდება და გაფორმდება საქართველოს გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად.

სახელმწიფო ენა და დამწერლობა

ქართული დამწერლობა

ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულიაასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით(ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.

ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი)1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება

 

ქართული ენა მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში

 

ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავემეგრულლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.

მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).

 

ქართული ენის წარმოშობის ისტორიები

ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1].

რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.

ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.

 

ქართული ენის განვითარების საფეხურები

 

ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.

ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლურიდა კახური დაედო.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძისაკაკი წერეთლისიაკობ გოგებაშვილისსილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.

თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.

ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა.

 

კილოები

 

სამეცნიერო ლიტერატურაში წინააღმდეგობრივია საკუთრივ ქართული (სალიტერატურო) ენის დიალექტებად მიჩნეულ ერთეულთა კლასიფიკაცია; კერძოდ: გასული საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში ამ კილოთა დაჯგუფების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: აკაკი შანიძე გამოყოფს ექვს დიალექტურ ჯგუფს: 1. ფხოური: ხევსურული, მოხეური, თუშური (მათ შემონახული აქვთ მრავალი არქაული მოვლენა); 2. მთიულურ-ფშაური (ორივეს ბევრი საერთო აქვს ფხოურ დიალექტებთან — მოხეურთან, ფშაურთან, ხევსურულთან); 3.ქართლურ-კახური (ორივე ახლოს არის სალიტერატურო ქართულთან); 4. დასავლური ჯგუფი: იმერული (ზემო-, შუა- და ქვემოიმერული), გურული და რაჭული; 5. სამხრეთ-დასავლური ჯგუფი: აჭარული და იმერხეული; 6. ინგილოური.

შოთა ძიძიგური ასახელებს 5 დიალექტურ ჯგუფს: 1. ინგილოური, ფერეიდნული; 2. თუშური, ფშაური, ხევსურული, მთიულური, მთარაჭული; 3. კახური, ქართლური, მესხური; 4. ზემოიმერული, ქვემორაჭული, ქვემოიმერული; 5. გურული, აჭარული, იმერხეული.

არნოლდ ჩიქობავა ქართულ ცოცხალ მეტყველებას მთისა და ბარის მეტყველებებად ყოფს; მთის კილოებია: ხევსურული, თუშური, ფშაური, მთიულური (გუდამაყრული), მოხეური, რაჭული. მთისა და ნაწილობრივ ბარის კილოებს უკავშირდება მოზდოკისა და ყიზლარის ქართველთა მეტყველება; ბარის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურით), კახური (ქიზიყურით, ინგილოურითა და ფერეიდნულით), იმერული (ლეჩხუმურითურთ), გურული, აჭარული, იმერხეული.

გივი ნებიერიძე ხმოვანთკომპლექსთა ცვლილების ხასიათის მიხედვით 6 დიალექტურ ჯგუფს გამოყოფს: 1. გლოლური, მთარაჭული; 2. ქართლური, კახური, ქიზიყური, თიანური, ზ. აჭარული; 3. ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური, ინგილოური, ფერეიდნული; 4. ზემო და შუაიმერული, ლეჩხუმური, ქვემორაჭული და იმერხეული; 5. ქვემო იმერული და თუშური; 6. გურული და აჭარული.

ბესარიონ ჯორბენაძის მიერ ქართული ენის კილოები დაყოფილია აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს კილოებად. აღმოსავლეთ საქართველოს დიალექტებში სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა: ა)მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული, ბ) ბარის დიალექტები: ქართლური, კახური, ინგილოური, ფერეიდნული, გ) სამხრეთ-დასავლური დიალექტი — მესხურ-ჯავახური; დასავლეთ საქართველოს კილოები სამ ზონად იყოფა: ა)ზემო ზონის დიალექტი — რაჭული, ბ) შუა ზონის დიალექტები — იმერული და ლეჩხუმური, გ) ქვემო ზონის დიალექტები — გურული და აჭარული.

ტარიელ ფუტკარაძე თვლის, რომ სამწიგნობრო ქართულსა და კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულებს იგი ჰყოფს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად;

საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: ფერეიდნული„ჩვენებურების ქართული“ (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკურ-პლასტუნკური ქართული.

 

 

 

უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობის აღდგენა

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

 

სამხედრო გადატრიალება

 

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო“-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (1989—1993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

 

ვარდების რევოლუცია - შევარდნაძის გადადგომა

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.

 

 

რუსეთ-საქართველოს ომი (2008)

 

რუსეთ-საქართველოს ომი — ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.

ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.[25][26][27] რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით[28] და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქებიფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.[29]

ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება,[30] თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.[31]შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).[32][33][34] რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.

პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტისკენ თითქმის ერთხმად მოწოდებისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების გარდა, საერთაშორისო რეაქცია, რომელსაც ევროკავშირი და აშშ დომინირებდა, ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო არცნობილი ტერიტორიები კი სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.

იასონი და არგონავტები

იასონი და არგონავტები

არგონავტები (ძვ. ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.

 

კოლხეთში ჩასვლა

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმულებმა დარჩენა, ხოლო იასონი ფრიქსეს ვაჟებთან და ორ მეზღვაურთან, ტელამონთან და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეაც. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდეტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა. მედეას გულში ისრის სტყორცნით, საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ის დანარჩენებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსეს შვილებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხვნევა. ის ქალაქში დაბრუნდა, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით. მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა მედეა დაეწმუნებინა, რომ ის არგონავტებს დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არგოსმა დედა დაიყოლია. ქალკიოპე მედეას შეხვა, რომელმაც დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა. ეს წამალი მზადდებოდა პრომეთეს სისხლისაგან აღმოცენებული მცენარისაგან. ქალკიოპემ ეს შვილებს აუწყა, რომელთაც თავისთავად არგონავტები დააიმედეს.

 

საწმისის მოპარვა

მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგანგველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესის ველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამატის გუთანთან. მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იაზონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ხოდაბუნი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ. იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთშ დაუწყეს ჟლეტა. ამით ისარგებლა იასონმა მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა.

ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა. როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენ გაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.

 

პირველი ევროპელები

პირველი ევროპელების სამშობლო დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვა დმანისით ასეთი დაინტერესება? დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები, აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან- ევროპიდან. დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები. მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. უკვე ჩამოყალიბდა აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა

სახელმწიფო რელიგია

ეს არის ერი, სადაც ხანგრძლივი ტრადიციები და რელიგიური ტოლერანტობა აერთიანებს ადამიანებს მათი დაყოფის საწინააღმდეგოდ. მთელი მისი ისტორიის მანძილზე, ნებისმიერი მრწამსის უცხო ადამიანებს მიესალმებოდნენ საქართველოში. მთაში ცხოვრებითა და ამდენი ცივილიზაციების გზაგასაყარზე  ნებისმიერი ადამიანი იწყებს იდუმალების დაფასებას და სწავლობს ცხოვრებას ზებუნებრიობის საზღვრებში. რა თქმა უნდა პირველადი რელიგია აქ არის ქრისტიანული, რამდენადაც ის მოდის მეოთხე საუკუნიდან. ქართული მართმადიდებლური ეკლესია არის ქართული ეროვნული სულის საფუძველი, ფუნდამენტალური მისი ისტორიისა და უდავო მისი მომავლის.

არ არსებობს უკეთესი გზა შეიგრძნო განუმეორებელი ატმოსფერო საქართველოს ისტორიისა ვიდრე მისი ეკლესიებია. დიდ კავკასიონის მწვერვალზე განლაგებული გერგეტის სამება,  ან ქვიშაქვებში ამოჭრილი ქალაქი ვარძია ან დავიდ გარეჯი. კედლები ჩვეულებრივ დაფარულია ფრესკებით და ხშირად ივსება ჩვენი მრავალხმიანი საეკლესიო გუნდების ხმებით.  თბილისში სიონის საკათედრო ტაძრიდან ყოველ კვირა დილას ისმის რელიგიური ტრადიციის - წირვის ხმები, რომელიც დაახლოებით ორიათას  წელს ითვლის. ესტუმრეთ დიდებულ გელათის კომპლექსს ქუთაისის მახლობლად და ნახეთ უზარმაზარი საკათედრო ტაძარი, რომელიც მიმზიდველი ფრესკებითა და მოზაიკითაა მოხატული იატაკიდან გუმბათის წვერამდე. დაასრულეთ თქვენი გზა სვანეთის მთიან მდელოებზე და მოინახულეთ გასაოცარი მე-12 საუკუნის ფრესკები ყველაზე ფართოდ გაშლილ ეკლესიებში, ისევე როგორც რამოდენიმე მუზეუმში ელეგანტური ხატებითა 

კლიმატი

საქართველოს კლიმატი მისი მცირე ზომიდან გამომდინარე უკიდურესად მრავალფეროვანია. დიდი კავკასიონის ქედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის კლიმატის დარეგულირებაში და ჩრდილოეთიდან ცივი მასების შემოჭრისგან იცავს მას. მცირე კავკასიონის მთები ნაწილობრივ იცავს რეგიონს სამხრეთიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გავლენისგან. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში მერყეობს 29 °C -დან 32 °C, ხოლო ზამთარში - 1,5 °C-დან 3 °C.

ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება

როგორც ყველაზე დრამატული და შთამბეჭდავი რეგიონი მთელს კავკასიაში, მოგზაურობა ფეხით სვანეთში ითვლება საუკეთესოდ მთელს ევროპაში, თუ არა მსოფლიოში. ჯვრის მწვერვალიდან პირდაპირ მესტიის თავზე, შეგიძლიათ დაინახოთ უშბის მთის მიმზიდველი ტყუპი მწვერვალი (4710 მეტრი), მთა თეთნულდის თოვლიანი პირამიდა (4974 მეტრი), საქართველოს ყველაზე მაღალი მთის შხარას დასაწყისი (5068 მეტრი), უშბას ზურგს უკან მოფარებული ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი იალბუზით (5642 მეტრი). აქ თქვენ ნამდვილად იმყოფებით მთების გულში და აქ ყოფნის შეგრძნება არის აუღწერელი. სოფ. უშგული სვანეთის რეგიონში ზღვის დონიდან 2,300 მეტრზე, არის ყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში.   

სვანეთი ცნობილია თავისი დიდებული კოშკისებრი სახლებით, რომელთა უმრავლესობა დათარიღებულია  მე-12-13 საუკუნეებით, რომლებიც აღმართულია კლდოვან ზეგნებზე, როგორც მინიატურული ციხესიმაგრეები. შემოუარეთ სოფ. ლატალის გვერდიდან  და თქვენ გაგაოგნებთ ხედი ათობით ამგვარი კოშკების, რომლებიც აღმართულია ცაში, როგორც ქვის თითები. ასეთი ძლიერი არქიტექტურული რეალობით აღარაა  გასაკვირი, რომ მესტიის მუზეუმი არის ნამდვილი საგანძური უნიკალური ხატების და არტეფაქტებისა, შეგროვებული სვანეთის მრავალი შორებული ეკლესიიდან და სოფლიდან, შენარჩუნებული ულმობელი საუკუნეებისგან ამ ბუნებრივი მთების ციხესიმაგრეში. 

09/09/2014 

ბოლო კვლევების შედეგად, საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსთან დაკავშირებით ახალი დეტალები გამოიკვეთა. წინა კვლევებით, ეს სტატუსი სოფელ რესს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, გარკვეულ მიზეზთა გამო, დაიწყეს საუბარი სოფელ უშგულზე. ბოლო დროს ჩატარებული ექსპედიციის შედეგად კი დადგინდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი არის თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სოფელი ბოჭორნა. ის ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ეს სტატუსი ამ სოფელს უნდა მიენიჭოს, რადგან მას ამისთვის ყველანაირი პირობა გააჩნია, – გვითხრა ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა. 

 

 ექსკლუზიურად ვთავაზობთ დეტალებს ამ სიახლის შესახებ.

 

– ბატონო გიორგი, რომელ სოფელს აქვს საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი ამჟამად?

– მეოცე საუკუნის ბოლოს წარმოებული აღწერების თანახმად, ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსი ჰქონდა სოფელ რესს, რომელიც ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში მდებარეობს, ამ სოფელში 2 410 მეტრზე იდგა საცხოვრებელი სახლი. მეოცე საუკუნის ბოლოს აქ ხალხი, ჩვეულებრივ ცხოვრობდა, ბოლო დროს კი მოსახლეობა სეზონურად ადიოდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ეთნიკურად ოსები შეადგენდნენ. ოსებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე დაახლოებით ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ისე კი, ეს ხეობა ძირძველი ქართული ტერიტორიაა. აქ ადრე იყო დვალეთი – ეს ფაქტი არაერთი მეცნიერის მიერ არის დადასტურებული. ბოლო დროს სოფლები მოსახლეობისგან დაიცალა – უამრავ მათგანში მოსახლეობა ან სეზონურია, ან საერთოდ აღარ არის. სოფელი რესი ახლა უკვე ნასოფლარია. ახალი აღწერა მიმდინარე წელს დაიწყო და, ამის შედეგად, ოფიციალურად გახდება ცნობილი, რომელი სოფელია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი ამჟამად. გამოითქვა თვალსაზრისი სოფელ უშგულის შესახებ, მაგრამ, უშგული ნამდვილად არ არის ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი. ზოგიერთი მკვლევარი კავკასიონის ქედზე ატარებს ევროპისა და აზიის საზღვარს – საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილს აზიად მიიჩნევენ. აქვე გეტყვით, რომ ეს არ არის მართებული. საქართველოს გაყოფა არ სჭირდება, ის მთლიანად ევროპას ეკუთვნის. მაგრამ, ამ მეცნიერების მიერ კავკასიონის ქედზე გავლებული საზღვრის გამოა დადასტურებული, რომ უშგულია ყველაზე მაღალი სოფელი (დასახლებული პუნქტი) ევროპაში. არაერთი კვლევის შედეგად დადგენილია უშგულის სიმაღლე – ესაა 2 160 მეტრი, ანუ, ზღვის დონიდან ამ სიმაღლეზე ცხოვრობს ადამიანი. კიდევ ცოტა მაღალზე არის ლამარიას ეკლესია, მაგრამ, ეკლესია არ ითვლება დასახლებულ პუნქტად. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, ხევსურეთში არის სოფელი ბაცალიგო, რომელიც თითქმის უტოლდება უშგულს, მაგრამ, თითქმის ხუთი წელია, იქ მოსახლეობა აღარ არის. ასევე, არის სოფელი ფარავანი, რომელიც სულ რაღაც ათიოდე მეტრით ჩამოუვარდება უშგულის სიმაღლეს.

– ბოლო კვლევების შედეგად დაადგინეთ, რომ ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა რეალურად სხვა სოფელი მდებარეობს. ეს რომელი სოფელია?

– ეს არის თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სოფელი ბოჭორნა. ის ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. უფრო კონკრეტულად, ამ სოფლის დიდი ნაწილი 2 350 მეტრზეა განლაგებული. ყველაზე მაღალი სახლი კი 2 360 მეტრზე მდებარეობს. ამ სოფელში მიმდინარე წელს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია აღადგინეს, გაისად მისი კურთხევაც იგეგმება და ეს ეკლესია იქნება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე მოქმედი ეკლესია.

ექსპედიციის შედეგად, საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ: ამ სოფელში მცხოვრებმა რამდენიმე კომლმა, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში საცხოვრებელ ადგილად უწერიათ სოფელი ბოჭორნა, ამავე სოფლის ტერიტორიაზე მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ფაქტი კი ნიშნავს იმას, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად სოფელია. თუ ტერიტორია ნასოფლარია და ამჟამად დასახლებული არ არის, მას არ აფიქსირებენ სოფლად. უახლოეს მომავალში აქ ჩატარდება საყოველთაო აღწერა. თუ იქ არ ავა აღმწერი და არ აღწერს იმ სოფელს, ეს იქნება ძალიან ცუდი ფაქტი, რადგან იქ მოსახლეობა ნამდვილად არის. ძირითადად ჩამსვლელები არიან, თუმცა, არის ერთი მოსახლე, რომლის მუდმივი საცხოვრებელიც სწორედ ამ სოფელშია. ის მოსახლე ექიმია და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიძლება, მეზობელ ტერიტორიებზეც ჩავიდეს, მაგრამ, ძირითადად სწორედ ამ სოფელში ცხოვრობს.

– როგორც ვხვდები, ეს მიმდინარე პროცესია და სოფელი ბოჭორნა ოფიციალურად ყველაზე მაღლა მდებარე სოფლად არ არის დაფიქსირებული.

– დიახ, ასეა – ჯერჯერობით ეს არ არის ოფიციალურად დაფიქსირებული, რაც, იმედია, მალე მოხდება, რაც მხოლოდ კარგ შედეგს თუ გამოიღებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ, ძველი რუკებისა და აღწერების მიხედვით, ეს ტერიტორია არ ითვლებოდა დასახლებულ პუნქტად. მოსახლეობა ამ სოფლიდან სხვაგან იყო გადასული და სეზონურად დასახლებულ პუნქტს არ აძლევდნენ სოფლის სტატუსს. ასეთი ტერიტორია საქართველოში ბევრია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანი აქ მუდმივად ცხოვრობს; რომ, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს სოფლის ცხოვრება, მან აქ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ის აღწერების დროს ამ ტერიტორიაზე იქნება, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ტერიტორიას მივანიჭოთ მუდმივად დასახლებული სოფლის სტატუსი, რომელიც ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარეობს.

– თუ ამ სტატუსს მოიპოვებს, ავტომატურად ევროპის ყველაზე მაღალი სოფელიც გახდება?

– კიდევ გავიმეორებ: ევროპის რეგიონის ზღვრის გატარება კავკასიონზე არასწორია. ეს სოფელი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე და, იმის თქმა, რომ იგი ევროპას არ ეკუთვნის და აზიის ტერიტორიაზეა, ყველანაირად გაუმართლებელია. შესაბამისად, თუ ის მოიპოვებს საქართველოში ყველაზე მაღალი სოფლის სტატუსს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის გახდება ევროპის ყველაზე მაღალი სოფელიც.

– მაღალმთიანი სოფელია და, ბუნებრივია, რთული გეოგრაფიული გარემო იქნება.

– იქ ცხოვრება და არსებობა ადვილი ნამდვილად არ არის, მართლაც რთული პირობებია, მაგრამ, იქ ადამიანი ზამთარშიც რჩება. წინა წელთან შედარებით, სიტუაცია ცოტათი გაუმჯობესებულია: მუშაობს სამი ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი, ინფორმაციაც აღწევს იქამდე. კარგად იჭერს რადიო და ექსპედიციის დროს ჩვენ მისი საშუალებითაც მიგვიღია ინფორმაცია.

რაც შეეხება გადაადგილებას, იქამდე მისასვლელად აბანოს უღელტეხილის გადალახვაა საჭირო, რომელიც თითქმის 3 000 მეტრამდეა. გზა მასზე გადის და მხოლოდ სამი თვის განმავლობაშია შესაძლებელი მისი გადალახვა, დანარჩენი პერიოდი ჩაკეტილია. მაგრამ, მეზობელ სოფელში, ომალოში, გზა არ იკეტება (საჰაერო მიმოსვლით შესაძლებელია გადაადგილება). იქიდან ბოჭორნამდე კი ათი კილომეტრია, რომლის გავლა ცხენით ან ფეხითაც (აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელია. ძალიან დიდი თოვლი არ იცის, უფრო მეტად ყინვებია.

– ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, რა შეიცვლება ამ სოფლისთვის?

– მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდეს. ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით – ევროპელები. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა აბრაზე ეწერება, რომ ეს არის ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი. რასაკვირველია, ეს ინტერესს გაზრდის და ბევრ ტურისტს მიიზიდავს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი ადამიანი კი არა, ბევრი ოჯახი დარჩეს იქ საცხოვრებლად – სოფელში ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. ის ბოლო წლებში დაიცალა, თორემ, ერთი საუკუნის წინ ასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა იქ. რაც შეეხება უშგულს, ბოჭორნა მას კონკურენციას არ გაუწევს, რადგან, მას, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ისედაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ბოჭორნას კი ნამდვილად ესაჭიროება იმ რეალური სტატუსის მინიჭება, რაც არის.

– ოფიციალურად  დარეგისტრირებისთვის რა არის საჭირო?

– ოფიციალურად მაშინ დაფიქსირდება, როცა აღწერის შედეგები გახდება ცნობილი. თუმცა ჩვენ ვაპირებთ, გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით დავაფიქსიროთ.

 

წერს ჟურნალი თბილისელები 

www.tbiliselebi.ge

ხელოვნება

ცივილიზაციების გზაგასაყარზე მდგომი საქართველო ყოველთვის ჩართული იყო კულტურაში. მისი აშკარად გამოკვეთილი ეროვნული ხასიათით, ისევე როგორც, უნარით დასესხებულიყო ისეთ მრავალფეროვან კულტურებს, როგორიცაა ირანის, რომაელების და რუსების, ქართული ხელოვნება არის განსხვავებული გავლენების უნიკალური ნაზავი, რომელმაც ამავდროულად შეძლო შეენარჩუნა ძირეული ქართული. საქართველოს ძალიან მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობა არის რაღაც ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის არცერთ ვიზიტორს არ ტოვებს გულგრილს.

რომაული ნანგრევებიდან თანამედროვე ნაგებობებამდე; საქართველოს გააჩნია მრავალი საინტერესო და განსხვავებული შენობა. ქვეყნის ეკლესიები შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ალბათ ყველაზე დიდ არქიტექტურულ საგანძურად. მთელს ქვეყანაში, დაწყებული უდიდესი ქალაქებიდან დამთავრებული ყველაზე დაშორებული მთის მწვერვალებზე აშენებული არაჩვეულებრივი ეკლესიებით, ჩახვეული და თვალწარმტაცი  ჩუქურთმებით, წარმატებით ჩააბარეს დროის გამოცდა. ქართული ეკლესიების განვითარება დაიწყო მარტივი ბაზილიკას სტილიდან, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბოლნისის სიონში, გაგრძელდა დიდებული ოთხნავიანი დიზაინის მქონე ეკლესიებით, როგორიცაა ჯვარი და ატენის სიონი და განვითარდა არაჩვეულებრივ, დიად საკათედრო ტაძრებამდე. ეს იყო ოქროს ხანა მე-11 და მე-13 საუკუნის ადრეულ პერიოდში, როდესაც აშენდა საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობების უმრავლესობა, რომლებმაც მოაღწია ჩვენამდე. ესენია გელათი, სვეტიცხოველი და ალავერდი.

 კოშკები და სოფლის ციხე-სიმაგრეები დიდი კავკასიონის ფერდობებზე (სვანეთი, ხევსურეთი და თუშეთი) ფორმირდება ქართული არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად. უმრავლესობა იქნა აშენებული გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, ზოგიერთი მათგანი არის უფრო ადრეული პერიოდისაც.

მე-19 საუკუნის მიწურულს, ევროპამ დაადასტურა ახალი და ძალიან პოპულარული სტილის არტნუვოს წარმოშობა, რომელიც საქართველოში მოიხსენებოდა, როგორც მოდერნისტული სტილი. თბილისში მოდერნისტულმა სტილმა მიიღო ორიგინალური ფორმები და ხასიათი და დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობას. იმ პერიოდის ბათუმისა და თბილისის ნეოკლასიკური და არტ-ნუვოს ქუჩები, ისევე როგორც შთამბეჭდავი შენობები საბჭოთა პერიოდიდან ტოვებენ  წარუშლელ  შთაბეჭდილებას.

საუკუნეების მანძილზე საქართველო იმყოფებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ცივილიზაციების გავლენის ქვეშ. ამ ორი ცივილიზაციის არევით საკუთარ საუკუნეებსა და ძველ ტრადიციებთან ერთად, საქართველომ მოახერხა ჩამოეყალიბებინა საკუთარი ორიგინალური, ეროვნული კულტურა, სადაც ხელოვნება თამაშობს გადამწყვეტ როლს, განსაკუთრებით ფრესკების წერაში, ფერწერასა და მინანქარში.

ქართული ფრესკების წერამ ზენიტს მიაღწია ოქროს ხანის პერიოდში მე-12-13 საუკუნეებში. რელიგიური და საერო თემების წარმოსახვა, გაფერადება და ქართული ფრესკების ხატწერა აღწერს ბიზანტიური სტილისა და მოტივების ახლებურ წარმოდგენას და აღწევს რაღაცას, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული და განსაკუთრებულად დახვეწილი.

 უდაბნოს მონასტერი დავით გარეჯში მოიცავს ფერწერის უნიკალური სკოლის რამდენიმე ბრწყინვალე მაგალითს. ატენის სიონი თბილისთან ახლოს აგრეთვე ინახავს რამდენიმე ფრესკას, ისევე როგორ გელათი, სადაც აგრეთვე ინახება უნიკალური მოზაიკა. ბოდბე სიღნაღის მახლობლად საინტერესეოა მე-18 საუკუნის ფრესკებით, მაშინ, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში თბილისში არის მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის რამდენიმე ძალიან უჩვეულო მოდერნისტული ფრესკა.

ბევრი ამ რელიგიური მონუმენტებიდან საინტერესოა აგრეთვე თავისი გარე დეკორაციით. ქართული რელიეფური სკულპტურა არის უნიკალური ნაზავი ადგილობრივი, ბერძნულ-რომაული და ირანული გავლენებისა. სტილიზებული, ჯერ კიდევ დეტალურად აღწერილი სცენები ბევრ ეკლესიაშია გავრცელებული, განსაკუთრებით ნიკორწმინდაში, რაჭაში და ანანურში, ცნობილ ქართულ სამხედრო გზაზე. ხატწერა, ლითონზე ჭედვა და მინანქრის ნამუშევრები  არის ის სფეროები, სადაც საქართველომ განავითარა საკუთარი უნიკალური და მნიშვნელოვანი სტილი. ხატების დიდებული მაგალითები, ხელოვნების ნიმუშები ეკლესიის საკურთხევლის უკან და საეკლესიო ჯვრები გამოფენილია სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში.

ეროვნულმა გამოღვიძებამ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდში აგრეთვე მისცა სტიმული ქართულ ხელოვნებას. პარიზიდან, სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნებული ქართველები  აწოდებდნენ ახალ მოდერნისტულ იდეებს ქართულ ფერწერას, რომელიც დაადგა სრულიად ახალ კვალს. ისეთი მხატვრები, როგორიცაა ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და ელენე ახვლედიანი, რომელიც პიკასოს მეგობარი იყო განსჭვალული იყვნენ კუბიზმითა და იმპრესიონიზმით და გამოიყენებდნენ მათ ქართული მანერით. საქართველოს უსაყვარლესი ფერმწერი არის ადრეული მე-20 საუკუნის პრიმიტივიზმის მიმდევარი ნიკო ფიროსმანი, რომლის ეგზოტიკური ცხოველების, სუფრების და ჩვეულებრივი თბილისური ცხოვრების ამსახველი ნახატები შესაძლებელია ინახოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში.

ქართული ცეკვა

ტრადიციული ცეკვა აგრეთვე წარმოადგენს ქართველთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. სხვაგან ვერსად ნახავთ თქვენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ხტებიან და ასრულებენ გასაოცარი აკრობატული ცეკვის ნაბიჯებს, რომლებიც არ შეცვლილა საუკუნეების მანძილზე.

ცეკვა არის ქართული კულტურის უმთავრესი ნაწილი. მრავალი ადამიანი სწავლოს ეროვნულ ცეკვებს დაწყებით სკოლებში და პირველი ცეკვა ქორწილების უმრავლესობაში კვლავაც ანტიკური რიტუალია, სადაც პატარძალი იწვევს მეფეს საცეკვაოდ, რომელიც მოწიწებით ცდილობს მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. და თუ ისე მოხდა, რომ ვერ მოხვდით ქორწილში, თქვენ მაინც შეგიძლიათ იხილოთ ქართული ცეკვა მთელი თავისი ბრწყინვალებით. სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი არის მსოფლიოში ცნობილი კომპანია დაფუძნებეული 1945 წელს.  მათ მიერ სწრაფად გადმოცემულ და დახვეწილად დადგმულ ქორეოგრაფიული შესრულებების ანტიკურმა ცეკვებმა მოიპოვეს უდიდესი აღიარება მსოფლიოში და როდესაც მათი დასი გამოსცემს ალბომს, ის მყისიერად ხდება ყველაზე გაყიდვადი ”ბესტსელერი” ალბომი საქართველოში. საქართველოში სუხიშვილების ქართული ეროვნული ბალეტი ცეკვავს წელიწადში რამდენიმეჯერ, როდესაც ისინი არ არიან ტურნეში. სხვა რეკომენდირებული საცეკვაო დასებია ”რუსთავი” და ”ერისიონი”. ტრადიციული საცეკვაო წარმოდგენა შეიძლება ინახოს ყოველ ღამე ნაბადის თეატრში,  თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

 ცეკვები ძირითადად სრულდება ტრადიციული სამოსით, ჩოხით - შესამოსელი კაბა, მკვეთრად გამოკვეთილი წელით,  კაბის თავისუფალი ტოტებით და გულმკერდზე სამასრეებით. ჩაცმულობას ასრულებს წელზე ჩამოკიდული ტრადიციული ხანჯალი. ზოგჯერ ხანჯალი თავად ხდება ცეკვის რეკვიზიტი.

ქართული მუსიკა

ქართული მრავალხმიანი მუსიკალური ტრადიციები ცნობილია მსოფლიოში და იწვევს ანტიკური და თანამედროვე ჰარმონიების მომაჯადოებელ კომბინაციას. 2001 წელს იუნესკომ ეს მუსიკა აღიარა მსოფლიო ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის შედევრად, რომელიც არის უნიკალური, ცოტათი დისონანსური და საუკუნეების მანძილზე უცვლელი. ბერძენმა ისტორიკოსმა სტრაბონმა ჩაიწერა ქართველთა მრავალხმიანი საგალობლები, რომლებსაც ასრულებდნენ ბრძოლების წინ ჯერ კიდევ 1 საუკუნეში ჩვ. წ. აღ-მდე. სიმღერები ძირითადად შექმნილია სამ ხმაში და დღემდე გამჯდარია თანამედროვე საზოგადოების სისხლში. მათი მოსმენა შესაძლებელია ეკლესიებსა და მონასტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით; საღამოობით თბილისის მიყრუებულ ქუჩებში; ან ზაფხულში სოფლის ველებზე. ისინი აგრეთვე არის ქართული დღესასწაულებისა და ტრადიციული სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ქართული კერძები

ქვემოთ მოყვანილია უნიკალური ქართული კერძების მხოლოდ რამდენიმე სახეობა, რომელიც შეგიძლიათ გასინჯოთ საქართველოში ვიზიტისას:

ცივი საუზმე

ქართული ყველი - ქართული ყველის ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია ქვეყნის ყველა რეგიონში.

ნადუღი - ხაჭოს მსგავსი რძის პროდუქტი, მაგრამ უფრო რბილი გემოთი.

ხაჭაპური - ქართული ყველის პური, ასევე ცნობილია,  როგორც ქართული პიცა, სხვადასხვა კუთხეში ცხვება განსხვებული სტილით. ლობიანი - " ლობიოს ხაჭაპური", პური გამომცხვარი  ლობიოთი გაჯერებული არომატული სანელებლებით. ტრადიციულად ცხვება ქართულ დღესასწაულზე ”ბარბარობა”-ს, ან წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, 17 დეკემბერს.

ფხალეული - ვეგეტარიანული კერძები, ისპანახის მსგავსი მრვალფეროვანი მცენარეები ჩვეულებრივ ნიგვზით შეკმაზული, თითოეულ ამ მცენარეს აქვს თავისი განუმეორებელი გემო და სუნელი. მათ შორისაა: ჯიჯილაკა, მოლოქა და ეკალა.

ისპანახი - ისპანახი დაკეპილი ნიგვზით, სანელებლებითა და მწვანილით.

ბადრიჯანი ნიგვზით - ბადრიჯანი დაკეპილი ნიგვზით შეზავებული ძმრით (ან ბროწეულის წვენით), ნივრით, ბროწეულის თესლითა და სანელებლებით.

მჭადი - სიმინდის პური. შეიძლება იყოს პატარა და სქელი შემწვარი ზეთში, ან თხელი და განიერი ხრაშუნა ტექსტურით. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ძალიან კარგად მიდის ყველთან.

 

წვნიანები

ხაში  - ბულიონი მზადდება ძროხის შიგნეულობისა და ჩლიქებისგან შეკმაზული ნივრით.

ხარჩო -  ქათმის ნაზი სუპი ნიგვზით

ჩიხირთმა - ქათმის გამჭირვალე მსუბუქი ბულიონი კვერცხით ძმრით, ნივრით, ოხრახუშითა და კამით.

 

მთავარი კერძები

საცივი - ქათამი ან ინდაური ნიგვზის სოუსში ნივრითა და სანელებლებით.

მწვადი - ქართული ბარბექიუ, შამფურზე აცმული ხორცი იწვება  წალამზე, ზემოდან მოსხმული ახლადდაწურული ბროწეულის წვენით.

ხინკალი - საქართველოს ეროვნული კერძი: მოხარშული წვნიანი ხორცი შეხვეული ცომის გუფთებში უნდა შეიჭამოს ხელით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რომლის სწავლაც შესაძლებელია მხოლოდ აქ. აქ ჩამოსულ სტუმრებს ეს იმდენად მოსწონთ, რომ შემდგომში სპეციალურად ბრუნდებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ განიცადონ ეს სიამოვნება.

 

საწებელი

ბაჟე - გატარებული ნიგვზის სოუსი ნივრითა და სანელებლებით.

აჯიკა - საქართველოს აქვს საკუთარი ცხარე სოუსი შეკმაზული მწვანილებითა და სუნელებით.

ტყემალი - ქართული კეტჩუპი, თუმცა ალბათ ბევრად მეტი ... წითელი ან მწვანე ქლიავის სოუსი ქლიავის დამზადებული ”ტყემლის” ხის ნაყოფისგან. არავინ ტოვებს ქვეყანას მისი ერთი ბოთლის გარეშე.

 

დესერტი

ჩურჩხელა - ნიგვზის ან თხილის ნატეხები, რამდენჯერმე ამოვლებული თათარაში და დაკიდული გასაშრობად.

გოზინაყი - ეს არის ტრადიციული ქართული ტკბილეული,  მოდუღებულ თაფლში კარამელიზებული ნიგოზი, ან თხილი. მზადდება ძირითადად საახალწლოდ და საშობაოდ.

ფელამუში - ქართული დესერტისთვის ტრადიციულად გამოიყენება ხილი და კაკალი, ვიდრე კარაქი და კვერცხები. ფელამუში არის ქართული ჩაროზი, რომელსაც დადუღებული ყურძნის წვენითა და სიმინდის ფქვილით ამზადებენ. 

 

 

ზამთრის სეზონი

აღმოაჩინე საქართველო

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.