სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
სანერგე მეურნეობის მიზანია სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა, მეთესლეობის საქმის ორგანიზაცია და განვითარება, სარგავი მასალის გამოყვანა საკუთარი და სხვა დაწესებულებათა საჭიროებისათვის, მათი რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ტყის ფონდის დადგენილი წესით განაშენიანებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა.