ბაზისბანკი საქართველოს საბანკო ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს . იგი დაფუძნდა იმ დროს, როდესაც ქვეყანაშისაკმაოდ რთული ბიზნეს გარემო იყო შექმნილი და ამის მიუხედავად, შეძლო, მხოლოდ საკუთარ ძალებზედაყრდნობით, ჩამოყალიბებულიყო მყარ საფუძველზე მდგარ, სტაბილურად მზარდ ფინანსურ ინსტიტუტად.
ბაზისბანკი კერძო პირებსა და კომპანიებს საბანკო მომსახურების სრულფასოვან კომპლექსს სთავაზობს.
განვლილი წლების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აღიარება დამათთან ურთიერთობის განმტკიცება.
ბაზისბანკი იყო პირველი პარტნიორი ბანკი სპეციალური პროგრამის “Georgian Financial System Framework” (GFSF) ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ფინანსური სექტორისთვისშეიმუშავა.
წარმატებული თანამშრომლობა 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით გაგრძელდა,რომლის მიხედვითაცევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციონერი გახდა.
EBRD-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გადაწყვეტილების საფუძველი იყო ბაზისბანკის სტაბილურობა,მრავალწლიანი გამოცდილება, სერვისცენტრების კარგად გამართული ქსელი, გონივრული მენეჯმენტი დაგამჭვირვალე საკუთრება.
2012 წელს ბაზისბანკის აქციათა 90%–იანი წილის მფლობელი ჩინეთში მოღვაწე Xinjiang Hualing Industry & Trade (Group) Co. Ltd. (ჰუალინგ ჯგუფი) გახდა. აღნიშნული გარიგება პირველი შემთხვევაა, როდესად ჩინური კერძოკომპანია იძენს მნიშვნელოვან წილს კომერციულ ბანკში.
ჰუალინგ ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის ჯან ჯუნის განცხადებით, რომელიც ასევე ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეცაა, ჰუალინგ ჯგუფი გეგმავს ბაზისბანკის მომსახურებისქსელის გაფართოებას. „ბაზისბანკს ექნება შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს კლიენტების რაოდენობა. ასევეგააფართოვოს ბიზნესი ცენტრალურ ევროპასა და აზიაში.“ განაცხადა ბატონმა ჯანმა.