კატეგორიები
საჭირო ინფორმაციაგანთავსების საშუალებებისამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმიკვების ობიექტებიღვინის ტურიზმიტურისტული კომპანიები და ორგანიზაციებიგართობასაქმიანი ტურიზმირეგიონალური თვითმართველობები
|
|
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
კატეგორია: ტურისტული და არასამთავრებო ორგანიზაციები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ს. ჯანაშიას 5
ტელეფონი: +995 32 230 96 20
|
3219
აღწერა
ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ ?არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიზანიცაა საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების პრობლემატური საკითხების (იქნება ეს ეკონომიკური თუ იურიდიული ხასიათის) მოგვარებაში დახმარება , პროფესიული გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება და ამ გზით მათი სტაბილურობისა და პერსპექტიულობის ამაღლება. ფედერაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ოფიციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებებში. ფედერაცია მოგვცემს საშუალებას მომსახურების ხარისხი შევუსაბამოთ მსოფლიო სტანდარტებს. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია : ეროვნული სტანდარტების მიღება სასტუმროების და რესტორნების კლასიფიკაციასაქართველოში სასტუმროების, რესტორნების და კაფეების მომსახურე პერსონალის უნარ- ჩვევების ამაღლება, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა• სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს შორის კავშირების დამყარება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ• სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების რეესტრის შექმნა და მათი შეკრებების ხელშეწყობა • სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების უფლებების დაცვა • კარიერული ზრდის ხელშეწყობა ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა და ზოგადი პრინციპების გაცნობა• სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების უკეთესი მოტივაციის ხელშეწყობა• საგადასახადო სისტემის მოწესრიგება ინდივიდუალურად მორგება• სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა ორგანიზაციის საქმიანობის ფორმები : საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებიპროფესიული განათლების კურსების ჩატარება ; ტრენინგებისა და სემინარების უზრუნველყოფა მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ბაზების შექმნა სხვადასხვა ფორუმებისა და შეკრებების ორგანიზება ბიზნეს კონტაქტების დამყარება სამოტივაციო შეხვედრების გამართვა და სამუშაო პრაკტიკის უზრუნველყოფა ყოველთვიური ჟურნალი სხვადასხვა ყოველწლიური კონკურსის ჩატარება მასმედიასთან ურთიერთობა დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობების დამყარება კვლევებისა და მონიტორინგის განხორციელება სათანადო ლიტერატურისა და სხვა ინფორმაციის გავრცელება შეარჩიეთ სასურველი წევრობის ტიპი და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა,რომლის მიხედვითაც ჩვენ გვეცოდინება თუ რატომ გახდით ჩვენი გუნდის წევრი და რომელი საკითხების მოგვარებაა თქვენთვის პრიორიტეტი. აპლიკაციის შევსება და საწევროს გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ გვერდის საშუალებით Horeka.ge ფედერაციის წევრობის წლიური საფასური გადაიხდება წლის მეხუთე თვეს. ფედერაცია გთავაზობთ: -ფედერაცია უზრუნველყოფს სხვა და სხვა სახის სერვისებს (სპეციალური ფასდაკლებით); ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსდება წევრი კომპანიის ლოგო და ლინკი; ფედერაციის ჟურნალში განთავსდება სარეკლამო გვერდი და სტატიები წევრებზე და მათ საქმიანობაზე; პარტნიორობა (მომსახურების გაცვლა ) ყველა წევრი უფასოდ დაესწრება ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას; კონფერნეცია ფორუმი სხვა და სხვა სახის მიღებები მოეწყობა ყოველწლიურად „საუკეთესო სასტუმროს/კაფის/რესტორნის“ , სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლინება და მათი დაჯილდოება.
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა ინფორმაცია არ არის
ინფორმაცია არ არის
მდებარეობა https://www.google.com/maps/d/embed?mid=zK0QgVu9n_p0.klBouzvGLGVE
კომენტარები
|