კომპანიის საქმიანობის სფეროა ეკოლოგიური მევენახეობა-მეღვინეობა.
საწარმო დაარსდა 2003 წელს. კომპანია პირველი იყო 2005 წელს რომელმაც მიიღო პირველი ბიო სერთიფიკატი საქართველოში. საწარმოს საკუთრებაშია 2 ჰა ვენახი და მცირე მარანი მცხეთის რ-ნი სოფ.ჩარდახში. ვენახი მდებარეობს ერთ-ერთ საუკეთესო და ისტორიულად ცნობილ ადგილას მუხრანის ველზე. კომპანია ამ ეტაპისათვის აწარმოებს წელიწადში 2 000- 3000 ბოთლ თეთრ მშრალ ღვინოს დასახელებით ,,ჩარდახი”.
კომპანიის ვენახში, ყურძნის მოყვანის და მარანში ღვინის დაყენების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ტრადიციული და ეკოლოგიური მეთოდები. კომპანია ღვინოს აყენებს ერთ-ერთ საუკეთესო ქართული ჯიშის ყურძნისაგან ,,ჩინური” (ჩინებული). ყურძენი იწურება ტრადიციული მეთოდით ფეხით საწნახელში რის შემდეგაც დუღილს და დავარგებას განაგრძობს ქვევრებში.
2006 წელს ერთ-ერთი ავტორიტეტული იტალიური კომპანია http://www.racines.co.jp/goods/index.html