ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
M2
კატეგორიები

საჭირო ინფორმაცია

განთავსების საშუალებები

სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი

კვების ობიექტები

ღვინის ტურიზმი

ტურისტული კომპანიები და ორგანიზაციები

გართობა

საქმიანი ტურიზმი

რეგიონალური თვითმართველობები

M2
კატეგორია: საცხოვრებელი კომპლექსები
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, ერეკლე ტატიშვილის ქ. №3-5 (ყოფილი ყაზბეგის ქ.)
ტელეფონი: 2 444 111
ვებ-გვერდი: http://www.m2.ge
2834



აღწერა

კომპანიის შესახებ

სს "m²  უძრავი ქონება" 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა.

m² უძრავი ქონების აქციონერები სხვადასხვა დროს იყვნენ წამყვანი დასავლური ფონდები, რომლებსაც ჯამში 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული m² უძრავ ქონებაში.

ამჟამად m² უძრავი ქონების აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოს ბანკი.

 

ჩვენი მისია

 

m² გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ m² ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. 

 

ჩვენი ხედვა

m² დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც  საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.

 

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.
 
m² საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. 


ფოტო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ვიდეო გალერეა
ინფორმაცია არ არის


ინფორმაცია არ არის


კომენტარები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.