კატეგორიები
საჭირო ინფორმაციაგანთავსების საშუალებებისამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმიკვების ობიექტებიღვინის ტურიზმიტურისტული კომპანიები და ორგანიზაციებიგართობასაქმიანი ტურიზმირეგიონალური თვითმართველობები
|
|
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
კატეგორია: საჭირო ინფორმაცია
რეგიონი: თბილისი
მისამართი: თბილისი, მარშალ გელოვანის 6, 0159
ტელეფონი: +995 32 2974103
|
4144
აღწერა
ძირითადი საქმიანობა ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს უფლება-მოვალეობები და ფუნქციებია: მევენახეობა-მეღვინეობის დარგების რეგულირება; ფალსიფიცირებული პროდუქციისგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა; ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა, ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელება; მევენახეობა-მეღვინეობის დარგების ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირება და მისი კონტროლი; მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა; ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა; სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება; საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა; ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა; ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის შექმნა; ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდების პოპულარიზაცია; ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
ჩვენება |
|
22 სექტემბერი, 2017
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott), ქართული ღვინით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან...
|
|
22 სექტემბერი, 2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...
|
|
22 სექტემბერი, 2017
1ოქტომბერს, საქართველოს ღვინის კლუბი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში, რომელიც უკვე...
|
|
28 იანვარი, 2016
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის (Zhijiang) პროვინციის ქალაქ ლიშვეიში „ქართული ღვინის სახლი“...
|
|
04 ოქტომბერი, 2015
4 ოქტომბერს, ქართული ღვინის დღეზე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, გაიშლება...
|
კომენტარები
|