შპს ‘’Irricult Ge“, რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. კომპანიის დამფუძენებლი და ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიურ მევენახეობას საქართველოში 2014 წლიდან ეწევა. მეწარმე ვენახს შევიცარიაშიც უვლის და საქართველოშიც. გიორგი ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, თუმცა, სამომავლოდ, დაგეგმილია ვენახის 5 ჰექტრამდე გაზრდა.
კომპანიის საქმიანობა გამორჩეულია იმით, რომ მეწარმე ვენახის წარმოებას ბიოდინამიური მეთოდებით ახდენს. ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლის, გამწევი ტექნიკის საქმეს კი ცხენი აკეთებს. მიღებულ მოსავალს მეწარმე ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს.