სასტუმრო "ჩემი სახლი" მდებარეობს ქალაქ თელავის ცენტრში, ქალაქის მთავარი ღირსეშანიშნაობებიდან 5 წუთის სავალზე. კახური სტილი - სასიამოვნო გარემო და გულისხმიერი მომსახურეობა „ჩემი სახლის“ მთავარი შემოთავაზებაა. სასტუმროში 16 ოთახია (2 ლუქსი, 1 საოჯახო – ოთხადგილიანი ნომერი, 13 სტანდარტული ნომერი). ყოველი ნომერი აღჭურვილია: აბაზანით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობით, პლაზმური ტელევიზორით, საკაბელო ტელევიზიით, უფასო ინტერნეტით. "ჩემი სახლის" მარანი თავისი კახურით სტილით შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის კორპორატიული თუ სადღესასწაულო საღამოების ორგანიზებისათვის. უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები მარანის სავიზიტო ბარათია. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში, ქართული შოთის ცხობაში,მწვადის შეწვაში, ხინკლის მოხვევასა და ქვევრიდან ღვინის დაგემოვნებაში. ასევე შესაძლებელია დატკბეთ ქართული სიმღერის მრავალხმიანობით (მოთხოვნის შემთხვევაში).