ღვინის ეზო N 1 მდებარეობს თბილისიდან 160 კილომეტრში ,საქართველოსა და დაღესტნის საზღვართან, ყვარლის რნ. სოფელ ახალსოფელში ( ძველი გავაზი) ; ხოლო თავად ყვარლიდან 16 კილომეტრში.
ღვინის ეზო - ტურისტული მიმართულების ობიექტია, რომელიც აერთიანებს ოჯახური ტიპის მარანს, ეზოს და სახლს.
ობიექტი წარმოადგენს სოციალური ტურიზმის პუნქტს, სადაც შესაძლებელია რამდენიმე სახეობის ადგილზე წარმოებული ღვინისა და არყის დეგუსტაცია, ტრადიციული კახური სამზარეულოს თანხლებით.
დამატებითი სერვისი მოიცავს კახური ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობას ( ცეკვა, სიმღერა )
და სოფელში მდებარე ისტორიული ძეგლების მონახულებას (V საუკ.)