ტექნიკის სახლი „ოქეი“ 2007 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე „ევროტექნიკს ჯორჯიას“ სახელით. პირველი მაღაზია გამრეკელის #19-ში გაიხსნა და სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში ისეთი პრემიალური ბრენდების იმპორტი, როგორებიცაა: გერმანული AEG, იტალიური Zanussi და Candy, ბრიტანული Baumatic და სხვა.
2010 წლიდან „ევროტექნიკს ჯორჯიამ“ განიცადა რებრენდინგი და დღეს ბაზარზე ოპერირებს ტექნიკის სახლი „ოქეის“ სახელით.
ამ ეტაპზე, „ოქეი“ ტენიკის ბაზრის ლიდერს წარმოადგენს, რომელიც გახლავთ ოფიციალური წარმომადგენელი ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა - Samsung, AEG, Zanussi, Candy, და სხვა. კომპანიის პოზიციები დღითი დღე უფრო მყარდება კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების მიმართულებით. ჩვენთან წარმოდგენილია Samsung-ის, Sony-ის, Lenovo-ს, HP-ის, Acer-ისა და Asus-ის პროდუქციის ფართო არჩევანი.
ოქეი ქსელში აერთიანებს თბილისსა და რეგიონებში არსებულ 9 მაღაზიას, აქედან 2 ფრენჩაიზინგს.
კომპანია ორიენტირებულია საუკეთესო ფასების, ფართო ასორტიმენტის, მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევის, სრულყოფილი საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურების შეთავაზებაზე.