ბრენდი „ბეკო“ არის კორპორაცია „Koc Holding”-ის შემადგენელი ნაწილი. ბეკოს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე იყიდება 1990 წლიდან. კომპანია აწარმოებს, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ სპექტრს და შედის ევროპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულში.
საქართველოში „ბეკო“–ს პროდუქცია 1997 წლიდან იყიდება. მისი ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორია შპს „ტექნოჰაუს“–ი. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საოჯახო საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტელევიზორებისა და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საბითუმო და საცალო ვაჭრობა.
„ბეკო“-ს ოფიციალური და ექსკლუზიური პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში გაიხსნა, ხოლო 1998 წლიდან უკვე თბილისშიც დაიწყო „ბეკო“-ს პროდუქციის რეალიზაცია.
17 წლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს კომპანიას იყოს ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაში. საქართველოს მასშტაბით „ბეკო“-ს პროდუქცია 54 მაღაზიაში იყიდება, ხოლო შპს „ტექნოჰაუს“–ის მიერ დღესდღეობით, 200–მდე ადამიანია დასაქმებული.
„ბეკო“–ს ბრენდმა მალე მიაღწია წარმატებას საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, რაც განაპირობა კომპანიის მიერ დასახულმა სწორმა სტრატეგიამ და პრიორიტეტებმა, როგორიცაა: უმაღლესი ხარისხი, საუკეთესო ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, შეძენილი პროდუქტის ადგილზე უფასოდ მიტანა და მონტაჟი, ტექნიკურად აღჭურვილი და გამართული სერვის ცენტრი, გარანტია და გარანტიის შემდგომი მომსახურება, თითოეული მომხმარებლის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება და მათი ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა.