ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი „გალაქსი“
ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი “გალაქსი„ ქართულ ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. პირველი მაღაზია გაიხსნა 2011 წლის 8 დეკემბერს. კომპანია წარმატებით ეწევა ტექნიკის, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობას. ამჟამად „გალაქსი“ არის პირველი ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტი, ყველაზე დიდი კომერციული ფართის მქონე ელექტროტექნიკის სავაჭრო ობიექტით, როგორც საქართველოში, ისე მთელს ამიერკავკასიაში. მისი პროდუქციის სრული ასორტიმენტი აერთანებს ხუთი ათასამდე დასახელების პროდუქტს.
“გალაქსის„ მაღაზიებში, ფართო ასორტიმენტით წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ტექნიკა : მსხვილი საოჯახო ტექნიკა, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ტექნიკა, მობილური, ციფრული, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა, აუდიო ტექნიკა, ტელევიზორები და აქსესუარები. გალაქსი არის წამყვანი საერთაშორისო ბრენდების - Samsung, Toshiba, Hitachi, Sharp, Philips, Kenwood, Rowenta, JVC, Westinghouse, Moulinex, Sonorous, Tefal, Babyliss და Whirlpool ოფიციალური და ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში.
2013 წლის ზაფხულიდან გალაქსიმ აქტიურად დაიწყო ქსელის გაფართოება, როგორც რეგიონების, ისე თბილისის მასშტაბით. დღეს გალაქსი აერთიანებს 5 სავაჭრო ობიექტს:
ცენტრალური ფილიალი- თბილისი, პეკინის N41.
გლდანის რნ.ს ფილიალი - თბილისი, ო.ხიზანიშვილის N 2.
ზუგდიდი - მეუნარგიას N 2
გორი - ცხინვალის გზატკეცილი N14.
ახალციხე - რუსთაველის N47
გალაქსის ნებისმიერ მაღაზიაში მოქმედებს საუკეთესო ფასის გარანტია, რომლის თანახმად თუ მომხმარებელი გალაქსიში განთავსებულ მოდელს სხვა ბრენდულ მაღაზიაში უფრო დაბალ ფასად ნახავს, ჩვენ დავუკლებთ ფასს. ხოლო თუ მომხმარებელმა შეძენის მერე (3 დღის ვადაში) აღმოაჩინა უფრო დაბალი ფასი –სხვა ქსელში, ჩვენ დავუბრუნებთ სხვაობას!