სადაზღვევო კომპანია ალფა დაარსდა 2009 წლის 2 ივნისს. დამფუძნებელი არის ,,ავერსი ფარმა’’, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ფინანსურ საყრდენს ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასაფინანსებლად.
ალფა განვითარების 5 წლიან პერიოდს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მან შეძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლეთა ძლიერი გუნდის შექმნა. კადრების გადამზადება და მოტივაციაზე ზრუნვა კომპანიაში მიმდინარე უწყვეტი პროცესია. ალფა მუდმივად თვალყურს ადევნებს სადაზღვევო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებს. თუ განვითარების პირველ პერიოდში კომპანიის ძირითად პრიორიტეტს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელწიფო პროექტები წარმოადგენდა, დღეს მის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პროდუქტების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ავტო, ქონების, ტვირთების, სამოგზაურო და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტების საიმედობას განაპირობებს ისეთი ძლიერი გადამზღვევი კომპანიები, როგორიცაა SCOR , MUNICH და საერთაშორისო ოპერატორი ევროპა ასისტანსი. ალფას შვილობილ კომპანიას წარმოადგენს ,,მედალფა’’, რომელიც ოზურგეთის, კასპის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პროფესიონალთა გუნდი, მომსახურების მაღალი ხარისხი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი ამ სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი უპირატესობაა აღნიშნულ რეგიონებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ალფას სტაბილურობას.
სადაზღვევო კომპანია ალფას მიერ დაზღვეულია ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა: საქართველოს უზენაესი სასამართლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდი "იავნანა", საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, აჭარის ფინანსთა სამინისტრო, საკონსტიტუციო სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ეკონომიკის სამინისტრო და სხვა.
ალფა მუდმივად შეიმუშავებს ინდივიდუალურ სადაზღვევო პროდუქტებს ყოველი კლიენტისათვის, აფართოებს საქმიან კონტრაქტებს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო, გადამზღვევ კომპანიებთან და ბროკერებთან.
უახლოეს პერიოდში ალფა კვლავ გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის შემუშავებას , რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნებზე და კონკურენციას გაუწევს ბაზარზე არსებულ პროდუქტებს.
დაეზღვიეთ ალფაში და იყავით მშვიდად.
ალფას ძლიერი გუნდი მუდმივად ფიქრობს და ზრუნავს თქვენი სურვილების ასრულებაზე.