„ქართული ღვინის ჰოლდინგი“ 3 ღვინის კომპანიას აერთიანებს: „ვაზისუბნის მამული“, „როიალ ხვანჭკარა“ და „ვარძიის ტერასები“.
ერთი კახეთში, სოფელ ვაზისუბნის განაპირას, მზის გულზე დაიბადა, მეორე - რაჭაში, ეგზოტიკურ და მისტიურ მიკროზონაში, მესამე - ჯავახეთში, მივიწყებულ და უნიკალურ მესხურ ტერასებზე.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეულ სამივე კომპანიას ერთი რამ აერთიანებს:
ქართულ ღვინოსა და ვაზზე შეყვარებული ადამიანების გუნდი და მიზანი - მსოფლიოს მიაწვდინონ პატარა ქვეყნის გამორჩეული ამბავი.