ორგანიზაციის მიზანია:
ა) საქართველოს კულტურული, ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევა და შესწავლა;
ბ) მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლა, აღწერა და პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ტურისტული ობიექტების ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოძიების და განხორციელების მხარდაჭერა;
დ) სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება;
ე) ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განათლება და მათი დაცვის ხელშეწყობა;
ვ) სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ზ) ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობა კვლევის ცენტრის საქმიანობაში, მათი პრფესიული ზრდის ხელშეწყობა.
თ) ახალგაზრდებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება სამეცნიერო სიახლეების კუთხით.
2014 წლიდან ორგანიზაცია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,თურქეთის ტერიტირიაზე მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევა''.
გარდა ამისა, გუნდი მუშაობს საქართველოს ქალაქების და მხარეების - მცხეთის, ხევსურეთის, თუშეთის და გარეჯას უდაბნოს მხარეთმცოდნეობის გზამკვლევებზე და ტურისტული რუკების შექმნაზე.