შექმნილი უდიდესი სიყვარულითა და ზრუნვით ყველა დეტალში, VINOTEL-ი მოგაჯადოვებთ თავისი სილამაზითა და კომფორტით. ჩვენთან ერთად თქვენ აღმოაჩენთ ქართული ღვინის მდიდარ სამყაროს, შეძლებთ დააგემოვნოთ უნიკალური ქართული კერძები და შეიგრძნოთ საქართველოს ისტორია. VINOTEL-ში თქვენ იპოვნით ანტიკურობის ჰარმონიულ ერთობას, შეგროვებულს მთელი საქართველოდან, რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიების კომფორტთან ერთად. ვინოტელის ისტორიული შენობა არაჩვეულებრივი მაგალითია ტრადიციული თბილისური არქიტექტურის, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ძველ თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავლაბრის ისტორიული უბნის დასაწყისში მდებარეობს. ბუტიკის ტიპის სასტუმრო 13 უნიკალურ ნომერს აერთიანებს.