ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
გეოგრაფია და ბუნება
ცნობარი
გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფია
 
გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.
 
გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვას შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.
 
ფართობი — 244.013 კვ.კმ. საზღვრები: მთლიანი — 8.257 კმ; ინგლისი და უელსი — 3.880 კმ; შოტლანდია — 4.023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინისა და გოუერის ნახევარკუნძულები.
ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1344 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — დიდი ბრიტანეთი 229.885, ირლანდია 14.120 (სულ 84.420), ჰებრიდის კუნძულები 7.283, შეტლანდის კუნძულები 1.433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.