ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჰოკაიდოს რეგიონი
ცნობარი

იაპონიის არქიპელაგი უმეტესწილად მთაგორიანი კუნძულოვანი სისტემისგან შედგება, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 2800 კილომეტრზე. იაპონიის სახმელეთო (ფართობი - 377,950 კვ.მ., 2010 წლის მონაცემებით) ფართობი სიდიდით უმნიშვნელოდ აღემატება ფინეთისა და იტალიის მოცულობას. იგი დაახლოებით აშშ-ს მონტანის შტატის ზომისაა. იაპონიის ოთხი ძირითადი უდიდესი კუნძულია ჰოკაიდო, ჰონშიუ, შიკოკუ და კიუშიუ. იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა 2013 წლის სექტემბრისთვის შეადგენდა 127.27 მილიონ ადამიანს.

ჰოკაიდოს რეგიონი მდებარეობს იაპონიის ოთხი ძირითადი კუნძულიდან ერთერთზე, სიდიდით მეორე და ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ჰოკაიდოზე და ასევე მოიცავს რამდენიმე მიმდებარე პატარა კუნძულს. ჰოკაიდო სამხრეთიდან კუნძულ ჰონშიუსგან გამოყოყოფილია ცუგარუს სრუტით (ჰოკაიდო ჰონშიუს უკავშირდება წყალქვეშა გვირაბში გამავალი სარკინიგზო ხაზით). ჰოკაიდოს კლიმატი საგრძნობლად განსხვავდება დანარჩენი იაპონიის კლიმატისგან. ზაფხულისთვის ზოგადად დამახასიათებელია სიგრილე, ხოლო ზამთარი სუსხიანია. ჰოკაიდოზე განფენილი მთაგორიანი მასივი გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით, პირველქმნილი ტყეებით, მოქმედი ვულკანებითა და დიდი ტბებით. აღმოსავლეთ ჰოკაიოდოში მდებარე კუშიროს ჭანჭრობი ცნობილია, როგორც სამოთხე გადამფრენი ფრინველებისთვის, კერძოდ, იაპონური წითელბიბილოიანი წეროებისთვის. 2005 წელს მსოფლიო მემკვიდრეობათა ნუსხას დაემატა ჰოკაიდოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შირეტოკოს ნახევარკუნძულის გარკვეული ნაწილი. ჰოკაიდოზე პირველი დასახლება უკვე XVI საუკუნეში გაჩნდა, როდესაც იაპონელებმა ადგილობრივ ინუ მოსახლეობასთან სავაჭრო ურთიერთობები წამოიწყეს, თუმცა კუნძულის ფართომასშტაბიანი განვითარება XIX საუკუნის ბოლოს, მეიჯის მთავრობის მიერ დაიწყო.

ჰოკაიდოს სოფლის მეურნეობის უმთავრესი დარგებია მეთევზეობა და მეტყევეობა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კუნძულის სამრეწველო დარგების განვითარებას, კერძოდ, კვების მრეწველობას, ხე-ტყის და მერქნის გადამუშავებას, ასევე ქაღალდის წარმოებას. დედაქალაქი საპორო ცნობილია თოვლის ფესტივალით, რომელიც თებერვლის დასაწყისში აღინიშნება სხვადასხვაგვარი ყინულისა და თოვლის ქანდაკებების წარმოდგენითა და საკმაოდ მიმზიდველი სანახაობაა. ჰაკოდატე არის ჰოკაიდოს სამხრეთში მდებარე უდიდესი ქალაქი, რომელიც განთქმულია ღამის უმშვენიერესი ხედებით. იაპონიის პრეფექტურების სისტემის ფარგლებში მხოლოდ ჰოკაიდო არის კატეგორიზებული, როგორც „ოლქი“, თუმცა თანაფარდოვანია პრეფექტურასთან.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.