ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ტოჰოკუს რეგიონი
ცნობარი

ტოჰოკუს რეგიონი

ტოჰოკუს უმეტესწილად მთაგორიანი რეგიონი მოიცავს მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიას. ამ რაიონის ცენტრალური დასახლებული პუნქტები ძირითადად განლაგებულია წყნარი ოკეანისა და იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლებსა და აუზებში. რეგიონისთვის დამახასიათებელია ზაფხული და ხანგრძლივი ზამთარი, რასაც ამრავალფეროვნებს მომნუსხველი შემოდგომისა და გაზაფხულის დროები. აომორისა და აკიტას პრეფექტურების შირაკამი სანჩი ცნობილია უძველესი წიფლის ხეების ტყით, რომელიც 1993 წლიდან შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

ტოჰოკუს რეგიონში განვითარებულია მეურნეობა. აქ დამუშავებული მიწის 65%-ზე ბრინჯის მოსავალი მოჰყავთ, რაც ქვეყნაში არსებული ბრინჯის ყანების ერთ მეოთხედზე მეტია. თუმცა, ხშირად ხდება, რომ მოულოდნელი ცივი ზაფხული მოსავალს ანადგურებს. მნიშვნელოვანია ისეთი დარგები, როგორიცაა მეთევზეობა და მეტყევეობა, სამრეწველო საქმიანობა, ელექტრო მოწყობილობებისა და ქიმიკატების წარმოება, მერქნის ცემენტისა და ნავთობის გადამუშავება, საწვავისა და ბუნებრივი აირის წარმოება. ტოჰოკუს უდიდესი ქალაქია სენდაი.

იაპონიის სამი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილის ნუსხაში შედის მიიაგის პრეფექტურაში არსებული მაცუშიმაც, რომელიც შედგება 260-ზე მეტი მცირე ზომის კუნძულისგან. იაპონიის უკიდურეს აღმოსავლეთში მომხდარი 2011 წლის მიწისძვრის მიერ მიყენებული ზარალი ამ ადგილის უნიკალური გეოლოგიური თავისებურებების წყალობით საგრძნობლად ნაკლები და უმნიშვნელო იყო. სენდაიდან მაცუშიმამდე მატარებლით დაახლოებით ნახევარი საათის სავალია. ზაფხულის განმავლობაში ტოჰოკუს რეგიონში ტარდება სამი მრავალფეროვანი ფესტივალი:

აომორისა და ჰიროსაკიში ტარდება ნებუტა მაცური; სენდაბიში - ტანაბატა მაცური და აკიტაში - კანტო მაცური.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.