ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კანტოს რეგიონი
ცნობარი

კანტოს რეგიონი  მდებარეობს კუნძულ ჰონშიუს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და ძირითადად წარმოადგენილია ამავე სახელწოდების მქონე და იაპონიის ყველაზე განიერი კანტოს დაბლობით. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი ზოგადად ზომიერია და წელიწადის ოთხივე დრო მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. კანტოს რეგიონში გაშენებულია იაპონიის უდიდესი ქალაქები: ტოკიო, იოკოჰამა, კავასაკი და ჩიბა, და შესაბამისად, წარმოადგენს იაპონიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილს.

კანტოს რეგიონის ტოკიო-იოკოჰამას რაიონი წარმოადგენს იაპონიის კომერციისა და ინდუსტრიის ცენტრს. კერძოდ, იაპონიის უდიდეს ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს კეიჰინის ინდუსტრიული ზონა და კეიოს ინდუსტრიული რაიონი, რომელიც ტოკიოს ყურის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.

ტოკიოს ცენტრიდან 2 საათის სავალ მანძილზე დაშორებული უბნები თანდათან ფართოვდება, რაც იწვევს კანტოს რეგიონის უმეტესი ნაწილის ურბანიზაციას. თუმცა რეგიონში სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა ზოგადად მცირდება, განსხვავებით აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეებისგან, სადაც სასოფლო-სამეურნო საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში.

ტოკიო არის იაპონიის დედაქალაქი.  აქ განთავსებულია უმსხვილესი კორპორაციების, უცხოური კომპანიებისა და მასმედიის სათაო ოფისები. ტოკიო წარმოადგენს საგანმანათლებლო ცენტრს. ქალაქი ცნობილია, როგორც კულტურისა და გასართობ ღონისძიებათა ცენტრი. იგი გვთავაზობს ტრადიციულ და თანამედროვე მრავალფეროვანი ხელოვნების საინტერესო სინთეზს. კლასიკური და პოპულარული მუსიკის მოსმენა შეიძლება ტოკიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზში. ტოკიოში თავმოყრილია უამრავი მუზეუმი თუ სამხატვრო გალერეა. ქალაქის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად გაწერილია სპეციალური ავტობუსების განრიგი. კერძოდ, ავტობუსი, სახელწოდებით „ჰატო“ (მტრედი), მიდის ისეთ ცნობილ ადგილებამდე, როგორიცაა: ტოკიოს ანძა, გინძა და ასაკუსა. ასაკუსაში იმართება უამრავი ტრადიციული ღონისძიება და ტარდება სხვადასხვა ფესტივალი, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტოკიოს სული. საკუთრივ ტოკიოს მეტროპოლია შედგება ურბანული ტოკიოს 23 ადმინისტრაციული დანაყოფის, 26 დიდი ქალაქის, 5 ქალაქისა და 8 სოფლისგან.

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.