ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჩიუბუსის რეგიონი
ცნობარი

ჩიუბუს რეგიონი ცენტრალური ჰონშიუს ჩიუბუს რეგიონი უკავშირდება როგორც წყნარ ოკეანეს, ასევე იაპონიის ზღვას. კლიმატი საგრძნობლად იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით; თუკი იაპონიის ზღვის მხარე დიდთოვლიანობით გამოირჩევა, წყნარი ოკეანის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში ზომიერი კლიმატი დომინირებს. ზაფხულში, დასვენების სეზონზე, ზეგანზე გაშენებული ზოგიერთი ქალაქი პოპულარული ხდება დამახასიათებელი გრილი კლიმატის გამო. ჩიუბუს რეგიონის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე გადაშლილია იაპონიის ალპები, ძალიან მაღალი მთებით და, ალბათ, ამის გამოა, რომ მათ „იაპონიის სახურავს“ უწოდებენ. ჩიუბუს რეგიონში ჩაედინება იაპონიის ყველაზე გრძელი მდინარეები და აქვე მდებარეობს იაპონიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ გაშენებული ბრინჯის მაწარმოებელი უდიდესი პლანტაცია. აქვეა განლაგებული სამი ძირითადი ინდუსტრიული რეგიონი: ჩიუკიოს ინდუსტრიული რეგიონი, რომელიც არის ტოიოტა მოტორსის ძირითადი ბაზა.

ტოკაის ინდუსტრიული რეგიონი, სადაც მდებარეობს იამაჰას ბაზა და ჰოკურიკუს ინდუსტრიული რეგიონი. გარდა ბრინჯისა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს განეკუთვნება აგრეთვე ჩაი, მანდარინი, ფორთოხლი, მარწყვი, ყურძენი, ატამი და ვაშლი.

ჩიუბუს მთაგორიანი რეგიონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა ფუჯის მთა. ეს იაპონიის ყველაზე მაღალი (3,776 მეტრი ან 12,388 ფუტი) და ცნობილი მთაა, რომელსაც ზოგიერთი იაპონელი წმინდა მთად მიიჩნევს. მთის კონუსისებური ფორმა უამრავი მხატვრისა და პოეტის შთაგონების წყაროა და მსოფლიოში ცნობილია, როგორც იაპონიის სიმბოლო. 2013 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ფუჯი შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობათა ნუსხაში, რადგან ის წმინდა მთად არის აღიარებული იაპონიაში და ამასთან, ხშირადაა ასახული 5 იაპონიის რეგიონები ტრადიციულ იაპონურ უკიიო-ეს გრავიურებში. ფუჯისანს ბევრი მომლოცველი ჰყავს და გააჩნია 25 ღირსშესანიშნაობა, რომელიც განსაზღვრავს მისი სიწმინდისა და მხატვრული ღირებულების არსს. ალპინიზმის სეზონზე, რომელიც გრძელდება 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე, მთა ალპინისტებით ივსება. ჩიუბუს რეგიონის სხვა ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია იძუს ნახევარკუნძული შიძუოკას პრეფექტურაში, გავრცელებული სუბტროპიკული კლიმატით, ულამაზესი ზღვის სანაპირო ზოლით და დიდი რაოდენობით ცხელი წყაროებით; აღსანიშნავია, ძენკოჯი ნაგანოს პრეფექტურაში, რომლის ცნობილი ტაძარი უამრავ მნახველს იზიდავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.