ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კინკის რეგიონი
ცნობარი

იაპონიის მრეწველობის მხრივ მეორე ადგილზეა კინკის რეგიონი, რომელიც მდებარეობს კუნძულ ჰონშიუს ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში. კინკიში მდებარეობს იაპონიის ძველი დედაქალაქი კიოტო. აქვეა ქალაქები ოსაკა და კობე (იაპონიის უმნიშვნელოვანესი პორტი), რომელიც წარმოადგენს დასავლეთ იაპონიის კომერციულ ცენტრს. ბრინჯისა და ციტრუსის წარმოებას, ტყის საექსპლუატაციო სამუშაოებსა და მეთევზეობას მნიშველოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში.

კიოტო იაპონიის დედაქალაქი და იმპერატორების სარეზიდენციო ადგილი იყო 794-1868 წლებში. იგი ცნობილია ტაძრებით, სალოცავებითა და სხვა ისტორიული ძეგლებით და ოფიციალურად აღიარეულია, როგორც ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქი, კიოტოს ყოველწლიურად მილიონობით იაპონელი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. 1994 წელს მსოფლიო მემკვიდრეობათა ნუსხას დაემატა ძველი კიოტოს ისტორიული მონუმენტების სია.

დასავლეთ იაპონიის ფინანსური ცენტრია ოსაკა. გარდა ამისა, იგი არის ქიმიკატების, დანადგარების, ფოლადისა და რკინის მრეწველობის ინდუსტრიული ცენტრი.

ორივე ტოკაიდო შინკანსენისა და სანიო შინკანსენის მატარებლების (ტოკიოდან მომავალი რამოდენიმე მატარებლის გარდა) გასვლა და დაბრუნება ხდება ოსაკას სადგურში ჰაკატას, კიუშუს ან ჰიროშიმას გავლით.

კიოტოს პრეფექტურის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ კინკის რეგიონში მდებარეობს იაპონიის სამი ულამაზესი ხედიდან ერთერთი - ამანოჰაშიდატეს ქვიშის სანაპირო. იგი გამოირჩევა კუთხოვნი ფორმით დარგული 6000-ზე მეტი ფიჭვის ხის სილამაზით. კინკის რეგიონში შედის კანსაი, რომელიც განსაზღვრავს იმ არეას, რომელიც მდებარეობს ოსაკას, კიოტოს და კობეს შორის. მიუხედავად კინკის საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული საზღვრებისა და ოფიციალური გეოგრაფიული დანიშნულებისა, კანსაი გხვდება განსხვავებულ კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში და ხშირად კანტოს საწინააღმდეგოდ. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს კანსაის აქცენტით.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.