ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჩიუგოკუს რეგიონი
ცნობარი

ჩიუგოკუს მთაგორიანი რეგიონი გარს ევლება ჰონშიუს კონცხის დასავლეთ ნაწილს და გამოირჩევა მცირე აუზებითა და ზღვისპირა დაბლობებით. ხმელეთის შიგნით განლაგებული ზღვის სანაპირო ზოლის ნაწილი მრეწველობისა და კომერციის მნიშვნელოვანი ცენტრი და ამ რეგიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პუნქტია.

ბრინჯის კულტურით დაფარული ვრცელი ტერიტორიები თავმოყრილია იაპონიის ზღვისა და ოკაიამას დაბლობზე. ამასთან, ზღვის სანაპიროსთვის დამახასიათებელი მშრალი და თბილი კლიმატი იდეალურ გარემოს ქმნის ფორთოხლის უხვი მოსავლის მისაღებად.

იაპონიის სამი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილიდან მესამე გახლავთ იცუკუშიმა, რომელიც ასევე ცნობილია მიიაიჯიმას სახელით და წარმოადგენს ჰიროშიმას პრეფექტურაში მდებარე კუნძულს. მისი ცნობილი ტორის კარიბჭით, რომელიც ყურეში დგას, იცუკუშიმას სალოცავი 1996 წლიდან შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

იაპონიის ორი ქალაქი - ჰიროშიმა ჩიუგოკუს რეგიონში და ნაგასაკი კიუშუს რეგიონში - მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბომბა ატომური ბომბით. მშვიდობის მემორიალური პარკის გვერდით ჰიროსიმაში დგას ატომური ბომბის ნარჩენი, რომელიც 1996 წლიდან შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.