ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
შიკოკუს რეგიონი
ცნობარი

შიკოკუს რეგიონი

შიკოკუ (იაპონიის ოთხი ძირითადი კუნძულიდან ყველაზე პატარა კუნძული) სხვა მიმდებარე მცირე ზომის კუნძულებთან ერთად შეადგენს შიკოკუს რეგიონს და გადაჭიმულია ხმელეთს შიგნით მოქცეული ზღვის გასწვრივ. აქ მაღალი და ციცაბო კლდეების გამო ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რის გამოც რეგიონი ნაკლებადაა დასახლებული. ასევე სამრეწველო რესურსებიც ძალიან მწირია. აღსანიშნავია ჯაჭვის ორი ხიდი (ცეტო ოჰაში), რომელიც შიკოკუს ჰონშიუსთან აკავშირებს. წყნარი ოკეანის მხარეს შიკოკუს კლიმატი სუბტროპიკულია.

ჰიოგოს პრეფექტურაში მდებარე ნარუტოს სრუტე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ტოკუშიმას პრეფქტურასა და ავაჯიშიმას, ცნობილია განიერი მორევით, იგივე ნარუტოს მორევით.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.