ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კიუშიუს და ოკინავას რეგიონი
ცნობარი

კიუშიუს და ოკინავას რეგიონი ოთხი მთავარი კუნძულიდან უკიდურეს სამხრეთით მდებარე კუნძული კიუშიუ და მისი მიმდებარე 1400-მდე მცირე ზომის კუნძული წარმოდგენილია კიუშიუს რეგიონის სახით.

ასოს მთა კუმამოტოს პრეფექტურაში 7 იაპონიის რეგიონები კიუშიუს ლანდშაფტი მთაგორიანია. გამოირჩევა ზღვისპირა დაბლობებით, ვულკანებითა და ცხელი წყაროების სიმრავლით. დამახასიათებელია სუბტროპიკული კლიმატი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, მეღორეობა და თევზჭერა. კიტა-კიუშიუს ინდუსტრიულ ზონაში განვითარებულია მძიმე და ქიმიური მრეწველობები.

კიუშიუ ჰონშიუს უკავშირდება საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებისა და წყალქვეშა გვირაბების საშუალებით. ჰაკატას სადგური ფუკუოკას პრეფექტურაში სანიო შინკანსენის ბოლო გაჩერებაა. რეგიონის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ბეპუ–ცხელი წყაროებით განთქმული საკურორტო ქალაქი ოიტას პრეფექტურაში და საკურაჯიმა კაგოშიმას პრეფექურაში. ოკინავას პრეფექტურა შედგება კიუშიუს სამხრეთით განფენილი 60-მდე კუნძულისგან. XVII საუკუნის ბოლომდე ოკინავა, ძველი სახელწოდებით კი რიუკიუ, იყო დამოუკიდებელი სამეფო, რომელსაც ჰქონდა მისთვის დამახასიათებელი დიალექტი და კულტურული ტრადიციები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1972 წლამდე კუნძული ამერიკის ადმინისტრაციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ოკინავაში მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებული თბილი კლიმატი, რის გამოც განვითარებულია საზღვაო სპორტის სახეობები. აქ შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია; ოკინავა მიმზიდველია მისი ულამაზესი კუნძულებით, კერძოდ, იშიგაკი-ჯიმა და მიიაკო-ჯიმა განთქმულია ცნობილი მარჯნის რიფებით.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.