ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ისტორია
ცნობარი

ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამინის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდის ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდა, რომლებიც აქ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდი შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდი გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდის ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდის რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო “ოქროს ხანა” ნიდერლანდის ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდის ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

ზღვასთან ბრძოლა ჰოლანდიელი ხალხის ისტორიაა. ბოლო პერიოდში 1953 წელს ზღვის უდიდესი შემოტევა იყო.წყლის ქვეშ აღმოჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ჰოლანდიაში მდებარე კუნძულის დიდი ნაწილი. დაიღუპა 1835 კაცი.ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მძლავრი დამბების მშენებლობის აუცილებლობა. 1986 წელს კომპლექს ,,დელტას” მშენებლობის დასრულებით ზღვასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პრობლემები გადაიჭრა.

1957 წელს ნიდერლანი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.
მემკვიდრეობა
ამსტერდამი: ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
გრონინგენი: ეკლესია აა (XIII ს.);
მაასტრიხტი: ეკლესია ონზე (XI ს.), „ჯოჯოხეთის ჭიშკარი“ (XIII ს.);
მიდელბურგი: რატუშა (XV ს.);
ბრედა: ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
ცნობილი ჰოლანდიელები
მომღერალი: სიმონე სიმონსი
მოგზაურები: ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი
ფილოსოფოსები: ბარუხ სპინოზა, ერაზმ როტერდამელი
მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტ ვან რეინი, იან ვერმეერი
მეცნიერები: კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი
სპორტსმენები: მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი
ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.