ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჰოლანდიის კულტურა
ცნობარი

ჰოლანდიის კულტურა-თუ ჰოლანდიაში დასასვენებლად მიემგზავრებით, არ გაგიკვირდეთ ჩვენს კულტურებს შორის არსებული განსხვავებები. ჰოლანდიელები ძალიან ლიბერალურები არიან და მიაჩნიათ, რომ ადამიანი თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს და აკეთოს ის, რაც მას სურს, ვიდრე ეს სხვა ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს. ჰოლანდიაში სოციალური ურთიერთობების ილუსტრირება საკმაოდ მარტივად შეიძლება თავისუფალ გაყიდვაში დაშვებული "მსუბუქი" ნარკოტიკური საშუალებების ხსენებით. ისინი ასეთივე ლიბერალურები არიან საკვებისა და ყოველგვარი დიეტისადმი. ისინი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიირთმევენ ქოლესტერინიან ხორცს, დესერტებსა და ალკოჰოლურ სასმელს.

ფერწერა ჰოლანდიაში ყოველთვის იკავებდა პირველ ადგილს. ნიდერლანდებმა მსოფლიოს ბევრი ცნობილი ფერმწერი აჩუქა. ბოშ გირონიმუსი (Geronimus), რომლის ტილოებიც მე-15 საუკუნეში ეკლესიის რელიგიური კანონების დამახინჯებაში დაადანაშაულეს; რემბრანდტი ცნობილი თავისი შუქისა და ჩრდილის თამაშით, რომელმაც საუცხოო რელიგიური ნახატები შექმნა და ოქროს საუკუნის ისტორიული მხატვრების მთელი სკოლა შექმნა; ფრანც ჰანსი და ჯოჰეინს ვერმერი პორტრეტული ფერწერისა და ყოველდღიური სცენების ამსახველი  თანამედროვე ოსტატები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ეკლესიის გავლენა ხელოვნებაზე საგრძნობლად შემცირდა, ეს ორი თემა რევოლუციური და საკმაოდ პოპულარული იყო ფერწერაში. მართალია, ვინსენტ ვან გოგმა (1853-90) თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ბელგიასა და საფრანგეთში გაატარა, მაგრამ ჰოლანდიელები მას "თავისად" მიიჩნევენ. ვან გოგის ადრეული ნახატები მხატვრის სამშობლოში შესრულდა, ხოლო უფრო გვიანდელი, იმპრესიონისტული ტილოები ფრანგი მხატვრების გავლენით შეიქმნა. მოგვიანებით, პიეტ მონდრიანმა თავისი კუბისტური მოძრაობები De Stijl წარმოადგინა, მაშინ, როცა მეოცე ასწლეული მაურიც ეშერის პროექტებით იყო შეძრული.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.