ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს 27 წლის გახდებოდა
25 ნოემბერი, 2015

დღეს ქართველ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს 27 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ 25 ნოემბერი უფერული გახდა ოჯახის წევრებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

შეგახსენებთ,რომ ნოდარ ქუმარიტაშვილი კანადის ქალაქ ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური  თამაშების დროს ტრაგიკულად  გარდაიცვალა.  

თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა. ექსპერტების აზრით ამის მიზეზი ტრასის გაუმართაობა იყო.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა ვუთანაგრძნოთ  ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს  და სრულიად საქართველოს!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.