ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს
22 იანვარი, 2016

ომპანია Majid Al Futtaim-ი საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. Majid Al Futtaim-ი საქართველოში სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობით დაინტერესდა. დეტალებს კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობასთან საქართველოში სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია VImpelcom-ის აღმასრულებელ დირექტორს იან ივეს შალიერს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

საქართველოს მთავრობა




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.