ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში
მდინარე რიონის აუზში ბუნების ძეგლების პოპულარიზაცია
ავტორი: გიორგი დვალაშვილი
თანაავტორები: მერი გუგეშაშვილი, ერეკლე ჩახვაშვილი, თამარ ფილაური, ნიკა წითელაშვილი
საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი ძეგლები, კანიონი, პლატო
ანოტაცია:
ბუნების ძეგლები განუმეორებელია და ზოგიერთი სულ რამდენიმე ეგზამპლარია წარმოდგენილი. ხშირად მათი დაზიანება ხდება, ზოგჯერ კი სრულად ნადგურდება.ყოველივე ამის გამო, იკარგება ბუნების იშვიათი და უნიკალური ქმნილება, რის აღდგენაც შეუძლებელია. საჭიროა შეიქმნას კომპლექსური პროგრამა მათი შენარჩუნების, დაცვისა და გამოყენების შესახებ.
კვლევის გენერალურ მიზანს წარმოადგენს ბუნების ძეგლების შესწავლა და მათი პოპულარიზაცია, ბუნების ძეგლების შესწავლა მათი პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს ქვეყანაში.
აღნიშნული აუზი იმდენად მდიდარია ენდოგენური წარმოშობის სხვადასხვა ფორმებით, რომ შეიძლება ჯერ უცნობი ობიექტების აღმოჩენა-შესწავლა, რომელთა შესახებ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა ცნობილი.
პირველი კორპუსი 214 აუდიტორია