ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
4 დღე საქართველოს ირგვლივ - კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა დაიწყო
28 მაისი, 2018

საქართველოში კლასიკური ავტომობილების ავტორბოლა პირველად იმართება. რბოლა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

ავტორბოლამ სტარტი 27 მაისს ევროპის მოედნიდან აიღო. ავტორბოლაში 15-მდე საკოლექციო ავტომობილი მონაწილეობს. რბოლა ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში ავტორბოლის მონაწილეები ჯამში 900 კილომეტრს გაივლიან და მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს, გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას.

„ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, დედაქალაქს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. რბოლაში მონაწილეობის მისაღებად პილოტები ჩამოსულები არიან ინგლისიდან, ამერიკიდან. მინდა მათ მშვიდობიანი გზა ვუსურვო. ისინი ბევრ საინტერესო, ღირსშესანიშნავ ადგილებს ნახავენ და დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ორგანიზატორია ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.

რბოლის მარშრუტი დაიგეგმა საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და Transport Security Consultants-ის მიერ.

რბოლაში ბრიტანელი და ქართველი ეკიპაჟის წევრები სტარტს კახეთისკენ აიღებენ.

პროექტის გენერალური სპონსორები არიან – Wissol, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიება მსოფლიოში ცნობილი ავტომრბოლელი ქალის, ზოი ვითაკერის ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

www.travelingeorgia.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.