ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
4- წლიანი რენოვაციის შემდეგ, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace -ის იხსნება
20 თებერვალი, 2019

არაბი შეიხების საკუთრებაში გადასული 5 – ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2019 წლის 1 მარტს არის დაგეგმილი. მიღებულია ჯავშნები, 2 მარტს კი, გრანდიოზული რამდენიმე ასეულკაციანი ღონისძიებაა დაგეგმილი.

სასტუმროში 220 ნომერია, აქვს პანორამული ლიფტები, 1000 კვ. მეტრის სადღესასწაულო დარბაზი, სადაც თავისუფლად შევა ავტომობილებიც. ასევე რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, რესტორნები და ბარები. აქვს ღია და დახურული აუზები და სპა – ცენტრი.

შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა.

„შერატონ მეტეხი პალასი” რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის – საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი $25 მლნ, აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა).

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.