საქართველოს აღწერა „მარკო პოლოს“ მიერ
საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.
ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი,მაგრამ გამოიყენება როგორც საწვავი და ასევე სამკურნალო მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან. ხალხი მოდის ამ ზეთის მისაღებად და მთელს სამეზობლოში მას იყენებენ საწვავად. საქართველოში არის მეფე რომელიც ყოველთვის ატარებს სახელს „დავით-მალიქი“, ანუ„მეფე-დავითი“. იგი ექვემდებარება თათრებს.
ძველ დროს ამ ქვეყანაში ყველა მეფე მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდა. ქართველები არიან მშვენიერი რასა, მამაცი მებრძოლების შთამომავლები, კარგი მშვილდოსნები და კარგი მეომრები ბრძოლის ველზე. ქართველები არიან ქრისტიანები და ბერძნული ეკლესიის წესებს იცავენ. ისინი ატარებენ მოკლედ შეჭრილ თმას და სასულიერო ტანისამოსს.
ეს არის ქვეყანა, რომლის გამოც „ალექსანდრე“ ვეღარ წავიდა ჩრდილოეთით, რადგან გზა ვიწრო და სახიფათო იყო. ერთი მხრით მას აკრავს ზღვა, მეორე მხარეს კი მთები და ცხენით გაუვალი ტყეებია. ზღვასა და მთებს შორის ამ ვიწრო გასასავლელში მხოლოდ რამდენიმე მეომარსაც კი შეუძლია მტრის დამარცხება. ეს იყო იმის მიზეზი რომ ალექსანდრემ ვერ გაიარა. ასევე მინდა გითხრათ რომ მან აქ ააშენა ციხესიმაგრე, რათა ადგილობრივებს არ შესძლებოდათ მისთვის შეეტიათ.ამ ადგილს ეძახიან რკინის ჭიშკარს და სწორედ აქ ჩაკეტა ალექსანდრემ თათრები ორ მთას შორის.
ქვეყანაში უამრავი სოფელი და ქალაქია. აქ უხვად მზადდება აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ნაქსოვი აქვთ რომლის მაგვარიც არსად მინახავს... აქ ყველაფერი დიდი რაოდენობითაა იმისთვის რომ ვაჭრობა და მრეწველობა აყვავდეს. მთელი ქვეყანა სავსეა მაღალი მთებით და ვიწრო ბილიკებით, რაც მას ადვილად დასაცავს ხდის, ამიტომ მე შემიძლია დაგარწმუნოთ, თათრები ვერასროს მიაღწევენ იმას რომ ქვეყანა სრულად დაიპყრონ.
აქ მდებარეობს წმინდა „ლეონარდის“ მონასტერი,რომელიც ცნობილია სასწაულებრივი შემთხვევით. ისიც უნდა იცოდეთ, რომ აქ არის დიდი ტბა, რომელიც წარმოიქმნა მონასტრის გვერდით მდგარი მთიდან გამონაჟონი წყლით. ამ წყალში ვერანაირი სახეობის თევზს ვერ ნახავთ, ვერც დიდს და ვერც პატარას, ვერცერთ წელიწადის დროს, გარდა უფლის მიძინების პირველი დღისა და ამის შემდეგ თევზები ყოველდღე გამოდიან „წმინდა შაბათამდე“, რომელიც არის უფლის აღდგომის წინა დღე. მთელი ამ დროის განმავლობაში თევზები დიდი რაოდენობითაა წყალში,მაგრამ სხვა ნებისმიერ დროს თქვენ მათ აქ ვერ იპოვით.
საქართველო მოქცეულია ორ ზღვას შორის. ჩრდილოეთით მას აკრავს „შავი ზღვა“, აღმოსავლეთით კი ზღვა ,რომელსაც „ბაქოს ზღვას“ და ხანდახან „ღელის“ ან „ღელანის ტბის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებენ და არის 2 800 მილი გარშემოწერილობის, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ეს ტბა უფრო არის ვიდრე ზღვა, რადგან გარშემორტყმულია ტყით და ხმელეთით და არანაირი კავშირი არ აქვს მთავარ ზღვასთან, რომელიც აქედან დაახლოებით თორმეტი დღის სავალზე მდებარეობს. იგი შეიცავს ბევრ დასახლებულ კუნძულს,ზედ აშენებული მშვენიერი ქალაქებით. მოსახლეობა დევნილია ძლევამოსილი თათრების მიერ, რომლებიც არიან დამპყრობლები „პერსიის სამეფოსი“, სადაც ქალაქებსა და რაიონებში ქონდათ თემური მმართველობის სისტემა. ისინი ცდილობდნენ თავშესაფრის პოვნას ამ კუნძულებზე, მთებს შორის, იმ იმედით რომ უსაფრთხოება მოეპოვებინათ.
საქართველოში არის მშვენიერი, საკმაოდ დიდი ზომის ქალაქი „ტიფლისი“რომელიც გარშემორტყმულია მას დაქვემდებარებული ქალაქებით და რაიონებით. მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, ქართველების გარდა ცხოვრობენ ასევე სომხებიც. აქ ასევე არიან მცირე რაოდენობით ებრაელები და სარაცინები. აბრეშუმი იქსოვება სწორედ ამ ქალაქში. მოსახლეობა ცხოვრობს საკუთარი მრეწველობით და ემორჩილებიან თათრების ხანს.
მინდა გითხრათ რომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ თითოეული პროვინციის მხოლოდ რამოდენიმე მთავარ ქალაქს, არსებობს კიდევ უამრავი ქალაქი, რომელთა ჩამოთვლაც, ვფიქრობ, მოსაწყენი იქნება, მითუმეტეს თუ ისინი არაფრით გამოირჩევიან.... მაგრამ ზოგიერთი ქალაქის შესახებ, რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც მდებარეობს ზემოთ აღნიშნულ ადგილებში,უფრო სრულად ქვემოთ გიამბობთ.
კომენტარი:
ჩემი აზრით, მარკო პოლო საკმაოდ დამაჯერებლად აღწერს საქართველოს და ზოგადად ქართველ ერს.იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს,რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ვაჭრობის და მრეწველობის სფეროში,რაც პირადად მე სიამაყით მავსებს.მოგზაურს ასევე კარგად აქვს გაცნობიერებული ის საიდუმლო,რომლის წყალობით ქართველები ახერხებდნენ მტრისგან თავის დაცვას და საქართველოს ბუნებას, კერძოდ თვალუწვდენელ მთებს და მიუვალ ბილიკებს რამდენჯერმე ახსენებს.
წყარო: http://kusita-tekla.blogspot.com