ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფესტივალი «მზე მოე» 2016
22 მაისი, 2016

25-26 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ფესტივალი „მზე მოე“ გაიმართება. 

ფესტივალი ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში - შეიძინონ ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო, გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას. 
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.

ფესტივალის პროგრამა: 


დღე I
13:00-13:30 ფესტივალის გახსნა
13:30-14:00 თუშეთის და თუში ხალხის ცხოვრების მოკლე ისტორიული მიმოხილვა
14:00-15:00 ფოლკლორული კონცერტი - ლელა თათარაიძე და ჯგუფი "კესანე"
15:00-17:00 ტრადიციული თამაშები და შეჯიბრებები - ხრიდოლი
17:00-17:30 გამარჯვებულების დაჯილდოვება
17:00-20:00 გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება, დოღი, ცხვრის პარსვა
20:00 კონცერტი - ჯგუფი ბანი

დღე II
ფესტივალის მეორე დღეს თუშეთის ეროვნულ პარკში მოეწყობა სალაშქრო და საცხენოსნო ტურები.
მდებარეობა: ქვემო ომალო, თუშეთის ეროვნული პარკის
ვიზიტორთა ცენტრი
* ქვემო ომალომდე მისასვლელად აუცილებელია მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ჩეხეთის განვითარების სააგენტო და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS).


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.