ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე არაჩვეულებრივსა და დაუვიწყარ ადგილებს შორის მოხვდა
26 აგვისტო, 2016

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ ("The Telegraph") გამოაქვეყნა რეიტინგი: “მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ”, სადაც მეხუთე ადგილი კახეთმა დაიკავა.

რეიტინგის ავტორები ცნობილი მოგზაურები — სოფი იბოტსონი და მაქსომ-ლოუველ ჰორმა არიან. როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი.

"თქვენ შეიძლება არ გსმენიათ კახეთის შესახებ, მაგრამ იქ მოხვედრით თითქმის გარანტირებული გაქვთ მისი ყველაზე ცნობილი გამოგონება — ღვინო დააგემოვნოთ", — აღნიშნავენ ისინი. 

ამ ადგილებს შორის ასევე მოხვდა: ქალაქი მეროე (სუდანი), ქალაქი მეშჰედი (ირანი), ვეფხვების ნაკრძალი კანხა (ინდოეთი), კუნძული სოკოტრა(იემენი), ზანკარის მთიანი რაიონი (ინდოეთი), კამჩატკის ნახევარკუნძული (რუსეთი) და სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები (არგენტინა).


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.