უცხოელებს, რომელთაც სურთ საქართველოში შემოსვლა სასურველია წინასწარ გაეცნონ საქართველოს სავიზო პოლიტიკას და ყურადღებით შეისწავლონ „საქართველოში შემოსვლის” სექციაში არსებული ინფორმაცია. აღნიშნული სექციის მეშვეობით, უცხოელებს მარტივად და სწრაფად შეუძლიათ გამოავლინონ საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ თუ არა ვიზა. გარდა ამისა, სექციაში მითითებული ინფორმაციის მეშვეობით, უცხოელებს შეუძლიათ წინასწარ მოამზადონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის თავიდან ავიცილოთ არასათანადო წესით წარდგენილი სავიზო განაცხადების რეგისტრაცია.
საქართველოში მომავალმა უცხოელმა რომელსაც ესაჭიროება ვიზა, ქვეყანაში შემოსვლამდე უნდა აიღოს იმ კატეგორიის ვიზა რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება მისი საქართველოში მგზავრობის მიზანს. ღილაკი
„მესაჭიროება თუ არა ვიზა“ არის მარტივი და სწრაფი გზა რათა უცხოელმა გამოავლინოს საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება თუ არა ვიზა.
ცხრილი №1: იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის ვადით ყოფნის უფლება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)
ცხრილი №1: იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 (ერთი) წლის ვადით ყოფნის უფლება (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გევრდს: