რას სთავაზობს სასტუმრო კომპლექსი ყვარელი ედემი დამსვენებლებს და როგორ აფასებს 2016 წლის ტურისტულ სეზონს

გვიამბეთ მოკლედ თქვენი კომპანიის შესახებ.
ჩვენი სასტუმრო თბილისიდან 153 კმ-ის დაშორებით მდებარეობს კახეთში, სადაც ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი დამსვენებელს, რომ მაქსმალურად დაისვენოს და გაატაროს დაუვიწყარი დღეები. სასტუმრო არის თანამედროვე სტანდარტების, გვაქვს 47 ნომერი,სტანდარტული, აპარტამენტი, ნახევრად ლუქსი და ლუქსის ტიპის ნომრები.სასტუმროს აქვს ასევე მაღალი კლასის რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი,ტენისის კორტი, და გამორჩეული ღვინოთერაპიის სპა. ჩვენთან ქართულ ტრადიციულ სამზარეულოსთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული კერძებიც.
რა გეგმები გავქთ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში დააპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას?
რა თქმა უნდა კომპანია მუდმივად ცდილობს თავისი ბიზნესის გაფართოებას ახლაც და მომავალშიც. გეგმებს რაც შეეხება, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
გაქვთ, თუ არა რამე აღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, მიღწევები, სერთიფიკატებიდა ა.შ ?
გამომდინარე იქიდან , რომ სასტუმრო სულ რაღაც 3 წლის გახსნილია, აქამდე რაიმე სერიოზულ კონკურსებში არ მიგვიღია მონაწილეობა, გასულ წელს ვიყავით National tourism award-ის ფინალისტები.
გვიამბეთ მოკლედ რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და გაგვაცანით თქვენი ხედვა ამ პრობლემებიდან გამოსავლის თვალსაზრისით?
მართალია , ჩვენი სტუმრები უმეტესად მხოლოდ დადებით მხარეებზე საუბრობენ, მაგრამ ამ სფეროში არის სერიოზული პრობლემები, რომლებიც აუცილებლად გამოსასწორებელია. პირველ რიგში, ჩემი აზრით გაზრდილი ფასები, რომლებიც მხოლოდ ტურისტებისთვის არის.
რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?
მივესალმები Welcome to Georgia წამოწყებულ საქმეს, ვფიქრობ რომ აუცილებელია მსგავსი ტიპის დაჯილდოების ჩატარება ტურიზმის სფეროში.
როგორ შეაჯამებდით 2016 წლის ტურისტულ სეოზნს?
წლევანდელი სეზონი შეიძლება ითქვას იყო წარმატებული, ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა წინა წელთან შედარებით.
"ყვარლის ედემის" ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:
სასტუმრო
ღვინოთერაპია სპა
რესტორანი
ტრადიციული რესტორანი
საკონფერენციო დარბაზი
გასართობი ზონა