კომპანია BTL 2007 წელს უკრაინაში დაარსდა. საქართველოში წარმომადგენლობა 2011 წელს გაიხსნა, მაია ბიბილაურის ხელმძღვანელობით. წლების განმავლობაში BTL მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ჯგუფად ჩამოყალიბდა. 2016 წელს წარმოადგენლობა უკვე აქვს 6 ქვეყანაში - BTL Ukraine, BTL Dnepropetrovsk, BTL Georgia, BTL Azerbaijan, BTL Italy, BTL USA.
რა მიმართულებები და მომსახურეობა აქვს კომპანიას?
კომპანიას აქვს 3 ძირითადი ბიზნესმიმართულება: შემომყვანი MICE ტურიზმი, საქმიანი ტურიზმი (Business Travel) და შიდა (საქართველოში) მოგზაურობა. BTL-საქართველოს ბაზარზე 40-ზემეტ სტაბილურ კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. იგი არის შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით. ტურისტული და MICE კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მის ძირითად კლიენტებს წარმოადგენენ.
BTL Georgia-ს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კომპანიებთან აქვს სტაბილური, პარტნიორული ურთიერთობა. განხორციელებული პროექტების მიხედვით, კომპანიის ვიზიტორების მთავარ სეგმენტს შემდეგი ქვეყნები წარმოადგენენ: უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, პოლონეთი. წლის განმავლობაში BTL Georgia სხვადასხვა სიდიდის ჯგუფებისთვის, საშუალოდ 50-მდე წარმატებულ ღონისძიებას უწევს ორგანიზებას
თქვენი სამომავლო გეგმები?
BTL Georgia ბაზარზე შემოსვლის დღიდან ანვითარებს ბიზნესს, აფართოებს ოპერაციის ქსელს და აქტიურ მონაწილეობას იღებს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში. BTL ახორციელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა Use-It Tbilisi, საქართველოს რუსულენოვანი გზამკვლევის გამოცემა. საქმიანობაში კი ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Vrex და მობილური აპლიკაცია ღონისძიებებისთვის. 2015 წელს კომპანიას დაემატა ტრანსპორტირების სერვისი და დეპარტამენტი, ასევე საფუძველი ჩაეყარა ახალ - ივენთების მიმართულებას.
უახლოეს ათწლეულში კომპანია გეგმავს ტურიზმის ინდუსტრიის ფარგლებში მასშტაბისა და მომსახურების სპექტრის გაფართოებას. სფეროს მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს მრავალმხრივ განვავითაროთ BTL Georgia-ს საქმიანობა. კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად თვალყურს ადევნებს ახალ ტურისტულ ტრენდებს და სამომავლო პერსპექტიულობის შესაბამისად ანვითარებს ბიზნეს მიმართულებებს. შემდგომ ეტაპად გვესახება კომპანიის ოფიციალურ PCO-დ (Professional Conference Organizer) ჩამოყალიბება. BTL-ის მენეჯერების კვალიფიკაცია და წლების განმავლობაში დაგროვილი პროექტების მრავალფეროვანი პორტფელი გვაძლევს შესაძლებლობას საქმიანი ტურიზმის ბაზარზე ჩვენი კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ .
ორი წლის მანძილზე BTL კომპანიების ჯგუფი ორგანიზებას და აქტიურ პრომოციას უწევდა mmp ფორუმებს (meeting MICE proffesionals). ამ პროექტის მეშვეობით BTL Georgia მსოფლიოს რამდენიმე MICE ბაზარს გაეცნო. საქართველოში კი MICE ტურიზმის განვითარების პროცესში,კერძოდ სერვისით დაინტერესებული და მისი მომწოდებელი მხარეების დაკავშირებაში დიდი წვლილი შეიტანა. კომპანია მომავალშიც გეგმავს გაფართოებას სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობით. დაინტერესებულია ქვეყნის ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანით.
თავად კომპანიის MICE საქმიანობა მუდმივად ვითარდება. BTL-ს ყოველთვის გააჩნდა კონკრეტული მისია - ყველა პროექტი განეხორციელებინა სერვისის სტანდარტების დაცვით და სწორად წარმოეჩინა ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. საქმიანობის დაწყების დღიდან კომპანია გამორჩეულ და ხარისხიან MICE სერვისებს სთავაზობს პარტნიორებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენი უახლოესი მიზანია ივენთების ხაზის განვითარება, კრეატიული და ორიგინალური კონცეფციების შემუშავება ღონისძიებებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის სრულად ათვისება.
რა აღიარებები , სერთიფიკატები და მიღწევები გაქვთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე?
კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო საქმიან და MICE ტურიზმის კატეგორიაში საუკეთესო ჯილდო. მათშორის 2012 წელს IMEX-ის გამოფენაზე წარმატების შემდეგ EPI-სპროექტმა აღიარა საუკეთესო DMC კომპანიად ადგილობრივ ბაზარზე.
2013 წელს, კომპანია - BTL საქართველოს გიდების ასოციაციამ გიდის პროფესიისადმი გამოჩენილი მხარდაჭერის, პროფესიონალი გიდების აქტიური დასაქმებისა და საუკეთესო ანაზღაურებისთვის დააჯილდოვა 2015 წელს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგმა BTL გადასცა „ყველაზე სტაბილური პარტნიორის სერთიფიკატი;
2015 წელს პირველ ნაციონალურ- ტურისტულ დაჯილდოებაში BTL-მა საუკეთესო ბიზნესტურიზმის კომპანიის ტიტული მოიპოვა.
გვიამბეთ,რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და როგორია თქვენი პრობლემებიდან გამოსვლის გზა.?
საერთაშორისო და ქსელური სასტუმროებისა და ტურისტული დაწესებულებების მიღმა ქვეყანაში კვლავ რჩება სერვისის დაბალი სტანდარტების პრობლემა. აუცილებელია მიზანმიმართული და სტრატეგიული მუშაობა მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების მოტივაციის ასამაღლებლად.
ქვეყანაში უწყვეტი მიმდინარეობით იგეგმება სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები, რაც ტურისტების დიდ ნაკადს იზიდავს. MICE კომპანიებისთვის პროექტის დაგეგმვა კონკრეტული ღონისძიების გარშემო კვლავ პრობლემად რჩება,რადგან გაუმართავია გაყიდვების პროცესი. მნიშვნელოვანია უფრო მყარი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ღონისძიებების ორგანიზატორებსა და ტურისტული სერვისის გამყიდველ კომპანიებს შორის.
საქართველო, როგორც მიმართულება დიდ ინტერესს აღძრავს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე, თუმცა არ არსებობს მკვეთრად გამორჩეული პოზიციონირება და ბრენდი, რომელიც ვიზიტორებს ზუსტ წარმოდგენას შეუქმნის ქვეყნის შესახებ. ამიტომ შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში მოლოდინი და რეალური სურათი ერთმანეთს აცდეს და მეორე მხრივ, ვერ შევძლოთ მოგზაურისთვის ან ტურისტული აგენტისთვის სრული სურათის წარდგენა. ვიზიტორების მოზიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის სრული პოტენციალის ათვისება, ინფორმაციის გავრცელება.
რასფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?
ეროვნულმა ტურისტულმა დაჯილდოებამ Welcome To Georgia დაარსების პირველივე წელს მიიღო დიდი გამოხმაურება საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისგან. მალევე მოიპოვა დიდი მედიაგავრცელება და ცნობადობა. მსგავსი პრეცედენტების არსებობა წამახალისებელია ბიზნესისთვის და ორგანიზაციებისთვის.მათ დაიწყეს მუდმივი ზრუნვა სერვისის გაუმჯობესებაზე, მარკეტინგულ აქტივობებზე, კომპანიის იმიჯზე; მეტი სოციალური პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმიანობას და ჯერ კიდევ განვითარებად ტურისტულ სფეროს ქვეყანაში.
როგორ შეაჯამებდით 2016 წლისტურისტულ სეოზნს?
საქართველოში ტურისტული ინდუსტრია მუდმივად მზარდი სფეროა. ქვეყანა ყოველ მომდევნო წელს უფრო მეტი კომპანიით და დაწესებულებით ხვდება. იმატებს სასტუმროების, სატრანსპორტო და მოგზაურობის დამგეგმავი კომპანიების რაოდენობა. მსოფლიოში ჩნდება ახალი ტენდენციები, რაც საქართველოზეც აისახება და ბიზნესი მუდმივად ვითარდება.
2016 წელი არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი.დიდ ქალაქებში გაჩნდა მეტი ადგილი ტურისტების დასაინტერესებლად. განვითარდა გართობის ინდუსტრია და გაჩნდა უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობა. ქვეყნის, როგორც მიმართულების მარკეტინგი მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიები პირადად არიან ჩართულები გაყიდვების პროცესში, შესაბამისად იღებენ პირდაპირ კონტაქტებს და აქტიურ პროექტებს.
2016 წელი კომპანიისთვის გამოირჩეოდა მოთხოვნების ინტენსიურობით და დადასტურებული პროექტების მრავალფეროვნებით.