კომპანია „ლოქალ ჰოსთ“-ი გახლავთ შემომყვანი ტურ-ოპერატორი, რომელიც მაქსიმალუად ცდილობს თავისი სამსახურით ქვეყნის პოპულარიზებას შეუწყოს ხელი.
კომპანია სამმა ახალგაზრდა, ენერგიულმა პიროვნებამ დააარსა 9 თვის წინ. დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი გახლავთ კომპანიის გენერალური დირექტორი, ტურიზმის სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე ბ-ი დავით ვარდანაშვილი.
რა გეგმებიგავქთ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში და აპირებთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოებას?
ფირმის ხედვები ყოველდღიურად მის განვითარებასა და უცხოურ ბაზარზე საქართველოს სულ უფრო და უფრო აქტიურად შეთავაზებას ეხება, რაც რა დაგიმალოთ და საკმაოდ კარაგდ ვითარდება. შესაბამისად, 5-10 წლის განმავლობაში კომპანიის მინიმუმ 5-10-ჯერ გაზრდა მინც ისახება მიზნად. აქვე არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი „ ჩვენი დირექტორი“-ს, (რომელსაც აქ ასე ოფიციალურად მოვიხსენიებ, ისე კი საკმაოდ უშუალო და მეგორბული მმართველის), ძლაისხმევას, რომელიც ენერგიას არ იშურებს საკუთარი ახალგაზრდა გუნდის განვითარებით კომპანიასა და ქვეყანას წარმატება მოუტანოს. მისი მეგორბული დამოკიდებულება კი ატმოსფეროს სამსახურში ძალიან თავისუფალს ხდის და ჩემთის როგორც რიგითი თანამშრომლისთვის სასიამოვნოა ყოველ დილით სამსახურში მოსვლა, განსაკუთრებით სასიამოვნო კი იმის გააზრებაა,რომ კომპანია შენთნ ერთად იზრდება.
გაქვთ, თუ არა რამე აღიარება საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, მიღწევები, სერთიფიკატებიდა ა.შ ?
კომპანიის „ჩვილობიდან“ გამომდინრე უხერხული იქნებოდა გვეთქვა, რომ უკვე ვფლობთ რაიმე ჯილდოს. არა, ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ ვფლობთ ჯილდოებს და სერთიფიკატებს ფირმის სახელზე, თუმცა აღნიშნულ დაჯილდოვებაში მონაწილეობით უკვე ვაფიქსირებთ მზაობას და სურვილს ვიყოთ ქვეყნის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურ-ოპერატორი. ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელსაც ჩვენი კომპანია ეტაპობრივად გააცნობს ბაზარს.
გვიამბეთ მოკლედ რა დაბრკოლებები გხვდებათ ტურიზმის სფეროში და გაგვაცანით თქვენი ხედვა ამ პრობლემებიდან გამოსავლის თვალსაზრისით?
ყველაზე საინტერესო ჩვენი სამსახურის ეს ნაწილია, როცა ხდება ქეისების განხილვა. თუ რა პრობლემა შეგვექმნა, რა არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო. ეს უკანასკნელი მაინც უფრო საზღვარგარეთ, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობას ეხება. ხშირად ვაწყდებით ნდობის პრობლემას, როცა ე.წ „სხვისი გაფუჭებული“ საქმის გამოსწორება დ საქართველოს სხვა, კარგი რაკურსით ჩვენება გვიწევს, რომ ყველა კომპანია ერთნაირად მოუწესრიგებელი ყველა მძღოლი ან მომსახურე პერსონალი ერთანირად უხეში და არაორგანიზებული არ არის.
ასევე არის პრობლემები განსაკუთრებით პოპულარულ ტურისტულ მიმართუელბებზე ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებელობასა და ელემენტარულად საპირფარეშოების არ არსებობის გამოც. თუმცა, იმედს ვიტოვებთ რომ აღნიშული პრობლემები ჩვენი და კიდევ მრავალი სხვა ამ სფეროში მომუშავე კომპანიის ძალისხმევითა და მმართველ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით ნელ-ნელა აილაგმება.
რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?
საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების შესახებ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი პრესტიჟული ცერემონიაა ამ სფეროში ჩართული იურიდიული პირებისათვის თავისი წარმატების გასაზიარებლად, ისევე როგორც ახალბედებისათვის ჯანსაღი,განსხვავებული ხედვებით ასპარეზობისათვის, მათი სტიმულირებისათვის.
როგორ შეაჯამებდით 2016 წლის ტურისტულ სეოზნს?
მოგეხსენებათ ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით პარტნიორ ევროპის ქვეყნებში გაყიდვების სეზონი სექტემბერიდან იწყება. დარწმუნებული ვარ, ამიტომაც არის აღნიშნული დაჯილდოვების ცერომონიისთვის მზადება, სწორედ ივლისიდანდაწყებული. ამ პერიოდში უკვე ახდენს კომპანია „გასული“ წლის შეჯამებას. შესაბამისად და იმის მიუხედავად , რომ ჩვენი კომპანიის დაარსების დროს გაყიდვების სეზონი თითქმის გასული იყო, კონკურენტების თქმით, მაინც საკმაოდ ბევრი შევძელით. ამ უკანასკნელს, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, მაგრამ 9 თვის დაარსებული კომპანიისთვის მაინც ნორმალური შედეგია. თუმცა პირობას ვდებთ, რომ მომდევნო წლისთვის გაყიდვებით უდავოდ მოწინავე პოზიციებს დავიკავებთ, დიახ, გვაქვს ამის ამბბიცია და რეალური შესაძლებლობაც.
P.S პატივისცემით, კომპანია ლოქალ ჰოსთ-ის ერთ-ერთი გაყიდვების მენეჯერი და აღნიშნულ შეკითხვებზე თავისი სურვილით მოპასუხე, ირმა თოფურია.