1 ნოემბერს Pobeda Airlines როსტოვი-თბილისის-როსტოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. "ტავ–ჯორჯიას" ინფორმაციით, რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ბოინგ B737-800 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.
Pobeda Airlines ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, Pobeda Airlines -ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტების გაერთიანების, „საქაერონავიგაციისა" და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.
Pobeda Airlines, „აეროფლოტის", „სიბირისა" და „ურალის ავიახაზების" შემდეგ მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.