ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დედაენის ბაღში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა
20 ნოემბერი, 2016

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანს 55 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად „დედაენის“ ბაღში მუსიკოსის, პოეტისა და შემსრულებლის სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

სკულპტურა ითვალისწინებს ხმოვან სისტემას, რომელიც კომპოზიციის შემადგენელ ნაწილში - სკამებშია დამონტაჟებული და, მათი საშუალებით, „მეფის“ მუსიკის მოსმენა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ნამუშევარი მეტალზე წყლის ჭავლითაა შესრულებული.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. სკულპტურული კომპოზიციის ავტორები მოქანდაკეები ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი არიან.

„ძალიან საინტერესო კომპოზიცია შეემატა ქალაქს. აქ მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს სკულპტურა და ამავე დროს მოუსმინოს ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას. ვფიქრობ, თბილისში კიდევ ერთი საინტერესო ადგილი გაჩნდა მუსიკის მოყვარულთათვის“,-განაცხადა ია მაქაცარიამ.

#ირაკლიჩარკვიანი
#თბილისი2016

წყარო:


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.