ჟურნალ National Geographic Traveler-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს
ჟურნალ National Geographic Traveler-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს.
ელექტრონული ხმისმიცემა National Geographic-ის რუსულენოვან საიტზე www.nat-geo.ru 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა.
ნომინაციაში "წლის აღმოჩენა" 19 ქვეყანა მონაწილეობდა.
გამოვლინდა 3 ფინალისტი:
-
საქართველო,
-
შრი-ლანკა
-
ირანი
ხმების 18%-ით საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.
დაჯილდოების ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა, პრიზი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომელს ამირან ივანიძეს გადასცეს.
National Geographic Traveler-ის გასტრონომიული ტურიზმის ნომინაციაში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ ადგილზე გასულმა ჩინეთმა ხმების 18% მიიღო, საქართველომ კი- 17.9% მე-3 ადგილი იტალიამ დაიკავა. #ტურიზმი #ეკონომიკა